ანაქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლ. სიხარულიძის მონაწილეობით. მშობელი წყვილებია მუსკატ დესენავლიე და რქაწითელი.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, თხელი ან მეტად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ნაზი მუსკატური გემოთი.

ანა მიეკუთვნება სიმწიფის საშუალო პერიოდის სასუფრე ვაზის ჯიშს. ვაზის ძლიერი ზრდისაა, მისი საჰექტარო მოსავლიანობა 18.4 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5 გ/ლ-ს.

ყურძნის მაღალი გეგმური მაჩვენებლები განაპირობებს მაღალხარისხიანი თეთრი სადესერტო ღვინის მიღებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 541