ანა ჰარაი“ (აზერ. Ana Harayı — დედის ტირილი) — 1992 წლის 25-26 თებერვლის გამთენიისას სომეხი შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილი ხოჯალის ხოცვა-ჟლეტაში დაღუპული აზერბაიჯანული მოსახლეობის ხსოვნის ძეგლი. აღმართულია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მეტრო „შაჰ ისმაილ ჰათაის“ მახლობლად. მოქანდაკეები — ასლან, მაჰმუდ და თეიმურ რუსტამოვები. ყოველწლიურად ტრაგედიის დღეს ძეგლთან იკრიბება ათასობით მოქალაქე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რათა პატივი სცენ დაღუპულთა ხსოვნას.[1][2][3].

2012 წლის 26 თებერვალი. ხოჯალის ტრაღედიის 20 წლისთავთან დაკავშირებული სახალხო მსვლელობა.

ხოჯალის ტრაღედიის შემდეგ იმ ადგილას, სადაც დღეს დგას ძეგლი აღმართული იქნა დედის ქანდაკება, რომელსაც ხელში მოკლული შვილი ეკავა ხელში. მოგვიანებით, ჰათაის რაიონის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა ძეგლის ზომები.

რაიონის ხელმძღვანელობამ მიმართა მოქანდაკე ასლან რუსტამოვს და მის შვილებს. ამის შედეგად ქანდაკების გადიდებაში მონაწილეობა მთელმა ოჯახმა მიიღო. ახალი ძეგლის აღმართვის შედეგად მისი ზომები გაიზარდა 8,6 მეტრამდე. თეიმურ რუსტამოვის ტქმით: „აუცილებლობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ჩვენ უნდა გადმოგვეცა მთლიანად ხოჯალის ტრაღედიის მთელი ტკივილი ერთ კომპოზიციაში“, „ხოლო, დედა მკვდარი ბავშვით მანდ ძირითად როლს თამაშობს“. ამის შედეგად კომპოზიციის მთავარი არსი შენარჩუნებული იქნა. ძეგლის გახსნა მოხდა ტრაღედიის 16-წლისთავზე, 2008 წლის 26 თებერვალს.