ანა დოღონაძე
ანა დოღონაძე (გერმ. Anna Dogonadze; დ. 15 თებერვალი, 1973) — ქართული წარმოშობის გერმანელი ათლეტი (ბატუტზე ხტომა), რომელმაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1996 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, 1998 წლიდან გამოდის ამ ქვეყნის სახელით. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 გუნდური, 1998 სინქრონული, 2001 პირადი), მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. პროფესიით მასწავლებელია. ჰყავს ერთი ქალიშვილი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
ანა დოღონაძე | |
---|---|
ანა დოღონაძე | |
დაბადების თარიღი |
15 თებერვალი, 1973 მცხეთა, საქართველო |
საქმიანობა | ბატუტზე ხტომა |
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
ბატუტზე ხტომა | ესენი, გერმანია | მსოფლიო ჩემპიონატი 1990 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 489.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანა დოღონაძე — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ანა დოღონაძე დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ანა დოღონაძე[მკვდარი ბმული]. ქართული სპორტი.