ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანაქსიმენე (ძვ. ბერძნ. Ἀναξιμένης) მილეტელი (* ძვ. წ. 585 ― გ. ძვ. წ. 525) — ბერძენი ფილოსოფოსი, შესაძლოა ანაქსიმანდრის პერიოდში, რომლის მოწაფე და მეგობარი უნდა ყოფილიყო.

ანაქსიმენე მილეტელი

ის ამტკიცებდა, რომ ჰაერი (აირი), მისი შემადგენლობის ნაირსახეობებით და მისი უნივერსალური ყოვლისმომცველობა, მისი ასოციაცია სიცოცხლისა და ზრდის ფენომენთან, არის წყარო ყველაფრისა რაც არსებობს. ყველაფერი ჰაერია განსხვავებული სიმკვრივის ხარისხით, და ის სიმხურვალისა (რომელიც აფართოებს) და სიცივის (რომელიც კუმშავს) გავლენით ის დასაბამს აძლევს არსებობის სხვადასხვა ფორმებსა და ფაზებს. ეს პროცესი გარდამავალია და ორი მიმართულებით ვითარდება, სიმხურვალესა თუ სიცივის უპირატესობაზე დამოკიდებულებით. ამგვარად ჩამოყალიბდა დედამიწის ვრცელი დისკო, რომელიც ცირკუმამბიენტურ (circumambient) აირზე ტივტივებს. მსგავსმა კონდენსაციამ წარმოქმნა მზე და ვარსკვლავები; ხოლო ამ ციურ სხეულთა ცეცხლოვანი ბუნება მათი მოძრაობის სისწრაფის შედეგია. მისი სიტყვებია:

“ისევე როგორც ჩვენი სული, თავად აირი, ამთლიანებს ჩვენს სხეულს, ასევე სუნთქვა და ჰაერი ასაზრდოებს მთელ სამყაროს.”

რა გამოერჩევს სამ მილეტელ ფილოსოფოსს - თალესს, ანაქსიმანდრსა და ანაქსიმენეს - სხვათაგან, არის ის, რომ მათ თეორიული ადამიანი რეალობა გახადეს. აზროვნება მისი საწყისი ფორმიდან გამოეყო მითოლოგიურ შეხედულებებს (მითოსს) და გადავიდა თეორიულ აზროვნებაში (ლოგოსი). ამის შემდეგ მთავარი საგანი გახდა უნივერსალურისა და საერთოს განსაზღვრება. ამიერიდან ყველაფერი სამყაროში შესაძლებელია აიხსნას ადამიანთა ფიქრებითა და აზროვნებით. ამ შეხედულებამ განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა პითაგორელებზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანაქსიმენე“-დან