ანაკონდა (ფილმი)
ანაკონდა (ინგლ. Anaconda) — 1997 წლის სათავგადასავლო ფილმი. მიუხედავად კრიტიკოსების მიერ გაკეთებული უაყოფითი შეფასებებისა, ფილმი კომერციულად მომგებიანი იყო და მას სამი გაგრძელება მოჰყვა.
„ანაკონდა“ | |
---|---|
ჟანრი | სათავგადასავლო |
დამდგმელი რეჟისორი | ლუის ლოსა |
პროდიუსერი | ვერნა ჰარა |
სცენარის ავტორი | ჰანს ბაუერი, ჯიმ ქეში |
ნაწარმოები | ელმორ ლეონარდის „რომის პუნში“ |
როლებში |
ჯენიფერ ლოპესი Ice Cube |
მუსიკა |
Ice Cube Randy Edelman |
ოპერატორი | ბილ ბატლერი |
მონტაჟი | მაიკლ მილერი |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი | 11 აპრილი, 1997 |
ხანგრძლივობა | 89 წთ. |
ქვეყანა | აშშ, ბრაზილია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $45 მლნ |
შემოსავალი | $136 885 767 |
სიუჟეტი
რედაქტირებაNational Geographic-ის თანამშრომლები ჩადიან ამაზონის ჯუნგლებში ფილმის გადასაღებად. ისინი გაიცნობენ პოლ სერონეს (ჯონ ვოითი), რომელიც მათ გააკვირვებს მის მიერ რეგიონისა და თევზაობის ცოდნით. ისინი თანამგზარები გახდებიან. აღმოჩნდება, რომ სერონე ნადირობს გიგანტურ ანაკონდაზე. ჯგუფის წევრი, გერი დიქსონი (ოუენ უილსონი) მხარს დაუჭერს სერონეს, რადგან მოხიბლავს იდეა, გადაიღოს ფილმი ანაკონდას დაჭერის შესახებ. ჯგუფი წინააღმდეგია, თუმცა ისინი სერონეს ტყვები აღმოჩნდებიან. სწორედ გერი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, გახდება ანაკონდას მსხვერპლი. ანაკონდა შეჭამს სერონესაც. საბოლოოდ მხოლოდ ტერი, დენი და დოქტორი კეილი გადარჩებიან.
როლებში
რედაქტირება- ჯენიფერ ლოპესი — ტერი ფლორესი
- Ice Cube — დენი რიჩი
- ჯონ ვოითი — პოლ სერონე
- ერიკ შტოლცი — დოქტორი სტივენ კეილი
- ოუენ უილსონი — გერი დიქსონი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Anaconda“ — Rotten Tomatoes
- „Anaconda“ — Metacritic-ზე
- „Anaconda“ — Box Office Mojo-ზე