ამუნდსენ-სკოტის სადგური

ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგური ამერიკული კვლევითი სადგურია დედამიწის სამხრეთ პოლუსთან ანტარქტიკაში.

ამუნდსენ-სკოტის სადგური.

სადგური წარმოადგენს უკიდურეს სამხრეთ მუდმივად დასახლებულ წერტილს პლანეტაზე. სადგურს სახელი 1911-12 წლებში სამხრეთ პოლუსის პირველ აღმომჩენთა რუალ ამუნდსენისა და რობერტ სკოტის პატივსაცემად დაერქვა.

სადგური თავდაპირველად აშენდა 1956 წლის ნოემბერში საერთაშორისო გეოფიზიკის წლის მხარდაჭერისთვის (1957), და მუდმივად ფუნქციონირებს მას შემდეგ. ამჟამად მდებარეობს გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსიდან 100 მეტრში და პოლუსისკენ მიცოცავს დაახ. 10 მ/წელიწადში სიჩქარით.

თოვლის აკუმულაცია დაახ. 6-8 სმ-ია წელიწადში. სადგური დგას 2.835 მ სიმაღლეზე (ზღვის დონიდან) შიდა ანტარქტიკის თითქმის ბრტყელ ყინულის ბაქანზე, რომელიც დაახ. 2,850 მ. სისქისაა ამ ადგილას. ტემპერატურა მერყეობს −13.6 °C (7.52 °F) და −82.8 °C (−117 °F) შორის. წლიური საშუალოა −49 °C (−56.2 °F); თვიური საშუალო მერყეობს: −28 °C (−18.4 °F) დეკემბერში, −60 °C (−76 °F) ივლისში. საშუალო ქარის სიჩქარეა 5.5 მ/წმ; პიკური რეკორდია 24 მ/წმ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება