ამბა (სანს. अम्‍बा, „დედა“, „დედი“)  — ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატის“ პერსონაჟი. კაშიის მეფე კაშის უფროსი ქალიშვილი, ამბიკასა და ამბალიკას და. ამბა მოიტაცა ქურუს პრინცმა ბიშმამ და ამბა მას თავის უბედურობაში ადანაშაულებს. ცხოვრებაში მისი ერთადერთი მიზანი მისი განადგურება გახდა, რისთვისაც იგი მეორედ დაიბადა, როგორც შიხანდინი (ამბას რეინკარნაცია) მეფის დრუპადას ქალიშვილი და პანდავების ცოლის, დრაუპადის და.

ამბის ინდონეზიური თეატრის გამოსახულება

ბიოგრაფია რედაქტირება

ამბა კაშიის მეფის უფროსი ქალიშვილი იყო. მას ჰყავდა ორი უმცროსი და — ამბიკა და ამბალიკა. ამბა სანსკრიტში გავრცელებული სიტყვაა და აღნიშნავს დედას, ასევე ვედების დედას მნიშვნელობით.

პოემა მოგვითხრობს ამბას და მისი დების სვაიამვარას — მთხოვნელებისგან ქმრის არჩევის ცერემონიას შესახებ. ამბა და საუბალას მეფე სალვა საიდუმლოდ შეყვარებულები იყვნენ და ამბა ჰპირდებოდა, რომ სვაიამვარაზე მას ქმრად აირჩევდა. ბიშმამ შეიტყო სამი მშვენიერი პრინცესის სვაიამვარას შესახებ და გადაწყვიტა მათი მოგება თავისი მისთვის — ვიჩიტრავირიასთვის. ჩასვლისთანავე ბიშიმამ განაცხადა, რომ პატარძლების მოტაცებას აპირებს და შეკრებილებს მისი შეჩერება შესთავაზა. ბიშიმამ პრინცესები ეტლში ჩასვა და მოიტაცა. მეფეები მისდევდნენ და ისრებს ესროდნენ მას, ბიშიმამ ისინჯ დაამარცხა. სალვამ ბიშიმა დუელზე გამოიძახა; ბიშმამ აჯობა და დაჭრა სალვა, მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნა. ბიშმამ ქალების ვიჩიტრავირაზე ქორწინების მოწყობა დაიწყო, მაგრამ ამბა მივიდა ბიშიმასთან და ბრაჰმანების საბჭოსთან და გაამხილა, რომ სალვა უყვარდა და მის არჩევას აპირებდა. ბიშმამ ამბა გაუშვა და ძმას მისი დები დაუტოვა.

ამბა სალვასთან დაბრუნდა, მაგრამ მას აღარ უნდოდა ამბაზე ქორწინება, რადგან ის უკვე სხვა კაცისთვის იყო განკუთვნილი, ბიშმამ ის დაამარცხა და ამბა ბიშმას ეკუთვნოდა. გულმოკლული ამბა ტყეში წავიდა. სხვა ვერსიით ის ბიშმასთან დაბრუნდა და დაადანაშაულა ის სალვას გადაწყვეტილებაში, ბიშმამ სცადა ის ისევ ძმისთვის გაერიგებინა, მაგრამ მას არ უნდოდა ქორწინება ქალზე, რომელსაც სხვა უყვარდა. ამბამ ბიშმას შესთავაზა მასზე ქორწინება, მაგრამ ის ცელიბატს იცავდა და უარი უთხრა. ამბაზე უკვე სამმა კაცმა თქვა უარი. მან სცადა სხვა მეფეებისთვის ბიშმას დამარცხება ეთხოვა, მაგრამ ისინი შეუშინდნენ მის სიძლიერეს. ამბა ტყეში მიდის და ევედრება ღმერთებს შურისძიებისთვის.

ამბამ დახმარება ბრძენებს სთხოვა, მათ ბევრი იფიქრეს და მამამისთან დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ ამბა უარზე იყო. მაშინ ის ვიშნუს ავატარ პარაშურამასთან მიიყვანეს, რომელიც დაეთანხმა, რომ ბიშმა შურისძიებას იმსახურებდა და მის განადგურებას შეპირდა. ბრძოლა მის და ბიშმას შორის ფრედ დასრულდა და მან ამბას ბიშმას დაცვის ქვეშ ყოფნა ურჩიამ განრისხებული ამბა ასკეტიზმის პრაქტიკას იწყებს მიზნის მისაღწევად. ის დიდი ხნის განმავლობაში მისდევდა ასკეტიზმს, არ ჭამდა და არ ეძინა, ლოცულობდა, ბანაობდა წმინდა მდინარეებში და იკრებდა ძალებს. მის წინაშე ქალღმერთი განგა, ბიშმას დედა გამოცხადდა და მისი მიზნის გაგების მერე ამბა ასეთივე სასტიკ და მშრალ მდინარედ — მდინარე ამბად აქცია, თუმცა მდინარედ ამბას მხოლოდ ნახევარი იქცა. ღმერთმა ვიშნუმ მას სურვილი აუსრულა — შემდეგ ცხოვრებაში ამბა კაცი იქნება და შეეძლება ბიშმას შეებრძოლოს, მას ემახსოვრება ბიშმას მიმართ ზიზღი. მადლიერი ამბა თავს იწვავს რიტუალურ ცეცხლში. შემდეგ ცხოვრებაში ის ბიშმას კლავს, თუმცს სიკვდილი თვითონ ბიშმასაც უნდოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mani, Vettam(1975). "Amba". Puranic Encyclopaedia: a Comprehensive Dictionary with Special Reference to the Epic and Puranic Literature. Motilal Banarsidass Publishers. pp. 27–29. ISBN 978-0-8426-0822-0.
  • Simon Brodbeck; Professor Brian Black (2007). Gender and Narrative in the Mahabharata. Routledge. p. 205. ISBN 978-1-134-11995-
  • Wendy Doniger (1999). Splitting the Difference: Gender and Myth in Ancient Greece and India. University of Chicago Press. p. 284. ISBN 978-0-226-15641-5.
  • Devdutt Pattanaik (2002). The man who was a woman and other queer tales of Hindu lore. Harrington Park Press. p. 60. ISBN 978-1-56023-180-6.
  • T. B. Coburn (1988). Devī-māhātmya: The Crystallization of the Goddess Tradition. Motilal Banarsidass. p. 201. ISBN 978-81-208-0557-6.