ამბაკო ავთანდილის ძე ვაჩაძე (დ. 17 მარტი, 1983, ქუთაისი) — რუსეთში მოღვაწე სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), წარმომავლობით ქართველი. რუსეთის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (2009), რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2010).

ამბაკო ვაჩაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1983(1983-03-17) (41 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
სიმაღლე 164
ქვეყანა რუსეთი

რუსეთის ნაკრების წევრი 2006 წლიდან. მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს, ევროპის სამგზის ჩემპიონი 2009-2011 წლებში, რუსეთის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2008 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 2009 წელს. 2015 წელს აქტიური სასპორტო კარიერა დაასრულა, დაინიშნა მოსკოვის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კოლეჯის „სპარტას“ დირექტორის მოადგილედ.

ლიტერატურა

რედაქტირება