ამადეუსი (ფილმი)
ამადეუსი (ინგლ. Amadeus) — მილოშ ფორმანის ფილმი, რომელიც 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაღებულია 1979 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, ალექსანდრე პუშკინის პიესის „მოცარტი და სალიერის“ ვარიაციაა. ფილმი ასახავს კომპიზიტორების, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ანტონიო სალიერის ურთიერთობას.
„ამადეუსი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | მილოშ ფორმანი |
პროდიუსერი | სოლ ზაეცი |
სცენარის ავტორი | პიტერ შეფერი |
ნაწარმოები | პიტერ შეფერის „ამადეუსი“ |
ისტორია | დევიდ ფრენზონი |
როლებში | ფ. მიურეი აბრაჰამი |
კომპოზიტორი | ჯეკ ნიცშე |
მუსიკა | მოცარტი, ანტონიო სალიერი |
ოპერატორი | მიროსლავ ონდრიჩეკი |
მონტაჟი | მაიკლ ჩანდლერი |
მხატვარი | პატრიცია ფონ ბრანდენშტეინი, კარელ ჩერნი |
სტუდია | The Saul Zaentz Company |
დისტრიბუტორი | Orion Pictures |
გამოსვლის თარიღი | 19 ნოემბერი 1984 |
ხანგრძლივობა | 161 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 18 მლნ აშშ დოლარი |
შემოსავალი | 51 მლნ აშშ დოლარი |
ჯილდოები
რედაქტირებაფილმი წარდგენილი იყო 53 სხვადასხვა ჯილდოზე და მათგან 40 მოიპოვა.
ოსკარი
- საუკეთესო სურათი
- საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: პიტერ შეფერი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ფარიდ მიურეი აბრაჰამი
- საუკეთესო მხატვრული გაფორმება: კარელ ჩერნი, პატრიცია ფონ ბრანდენშტაინი
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: თეოდორ პიშტეკი
- საუკეთესო გრიმი: დიკ სმითი
- საუკეთესო ხმა: მარკ ბერგერი, თომას სკოტი, ტოდ ბოკელჰაიდე, ქრისტოფერ ნიუმანი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო დრამა
- საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
- საუკეთესო სცენარი: პიტერ შეფერი
- საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: ფ. მიურეი აბრაჰამი
BAFTA
- საუკეთესო ოპერატორი: მიროშლავ ონდრიჩეკი
- საუკეთესო მონტაჟი: მაიკლ ჩანდლერი
- საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: დიკ სმითი
- საუკეთესო ხმა: მარკ ბერგერი, თომას სკოტი, ტოდ ბოკელჰაიდე, ქრისტოფერ ნიუმანი
სეზარი
- საუკეთესო უცხოური ფილმი: მილოშ ფორმანი