ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალ-ფათიჰა (არაბ. ألْفَاتِحَة; ალ ფათიჰა, ან ალ-ფათიჰაჰ; ქართულად გახსნა ან გამხსნელი) — ყურანის პირველი სურა (თავი). შეიცავს 7 აიას. პირველი სურა ადიდებს უფალს, სთხოვს მას შეწევნას და სწორი გზით ტარებას.

ალ-ფათიჰა
ٱلۡفَاتِحَةِ

შინაარსი

რედაქტირება

1. მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს,

3. მოწყალესა და მწყალობელს,

4. განსჯის (განკითხვის) დღის ერთადერთ განმკარგველს!

5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას!

6. გვატარე სწორი გზით!

7. იმათი გზით, ვისაც სიკეთე უბოძე შენ, და არა იმათი გზით, ვისაც შენი რისხვა დაატყდა თავს და არც იმათის, რომელნიც მცდარ გზაზე დგანან!

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალ-ფათიჰა“-დან