ალ-მუთანაბი
აბუ ათ-თაიბ აჰმად იბნ ალ-ჰუსაინ ალ-მუთანაბი ალ-ქინდი (დ. 915 — გ. 23 სექტემბერი, 965) — არაბი პოეტი. დაიბადა ყუფაში, აბასიანთა სახალიფოში. ცნობილია როგორც არაბული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. მისი პოეზიის უდიდესი ნაწილი მეფეთა ქებას ეძღვნება რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა მისი ცხოვრების განმავლობაში. პოეზიის შექმნას 9 წლის ასაკიდან დაიწყო. ცნობილი იყო მისი განათლებით და გამჭრიახობით. ალ-მუთანაბი ამაყობდა თავისი თავით რომელსაც იგი გადმოსცემა მისი პოეზიით. მის პოეზიაში იგი განიხილავდა ისეთ თემებს როგორიცაა ვაჟკაცობა, ცხოვრების ფილოსოფია, ბრძოლები. მისი ლექსები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს სრულიად არაბულ სამყაროში. გარდაიცვალა ან-ნუმანიაში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Al-Mutanabbî, Le Livre des Sabres, choix de poèmes, présentation et traduction de Hoa Hoï Vuong & Patrick Mégarbané, Actes Sud, Sindbad, novembre 2012.