ალ-მანსური (ჰაჯიბი)
ალ-მანსური (სრული სახელი — მუჰამედ იბნ აბდალა იბნ აბუ ამირი არაბ. محمد بن أبي عامر; დაახლ. 939 — 10 აგვისტო, 1002) — გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე ისლამურ ესპანეთში. მის დროს კორდოვის სახალიფომ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს.
ალ-მანსური | |
---|---|
محمد بن أبي عامر | |
ალ-მანსურის ძეგლი ალხესირასში, გახსნილია გარდაცვალების 1 000 წლისთავის აღსანიშნავად. | |
კორდოვის სახალიფოს ჰაჯიბი | |
მმართ. დასაწყისი: | 978 |
მმართ. დასასრული: | 991 |
წინამორბედი: | ალ-მუსჰაფი |
მემკვიდრე: | აბდ ალ-მალიქ ალ-მუზაფარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 939 |
დაბ. ადგილი: | ტორაში |
გარდ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1002 |
გარდ. ადგილი: | მედინასელი |
მეუღლე: | რამდენიმე მუსლიმანი და სამი ქრისტიანი ცოლი: აბდა ნავარელი, ტერეზა ლეონელი და ონეკა კასტილიელი |
შვილები: |
მუსლიმი ცოლებისაგან: აბდალა და აბდ ალ-მალიქ ალ-მუზაფარი; აბდა ნავარელისაგან: აბდ ალ-რაჰმან სანჩუელო |
დინასტია: | ამირიდები |
მამა: | აბდალა |
დედა: | ბორაიხა |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ინტრიგებისა და მოწინააღმდეგეების მკვლელობების გზით მოხვდა კორდოვის სახალიფოს ხელისუფლების სათავეში. მოგვიანებით მოახდინა ხალიფა ჰიშამ II-ის ხელისუფლებიდან იზოლირება და ხელში ჩაიგდო მთელი ძალაუფლება. პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მან განახორციელა 57 ლაშქრობა ქრისტიანულ მოსახლეობაზე და დაამყარა კორდოვის სახალიფოს სრული დომინირება რეგიონში. თავისი სიმკაცრის გამოალმანსორის სახელით შევიდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანი მოსახლეობის ეპოსში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Первые Толедские анналы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 28 декабря 2008.
- Пелайо из Овьедо. Хроника королей Леона. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 28 декабря 2008.
- Хроника Бургоса. Восточная литература. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 31.7.2011.
- ანონიმი ავტორი. Испанские средневековые хроники: Хроника Карденьи I. Хроника Карденьи II. Анналы Толедо I. Анналы Толедо II. Анналы Толедо III.. www.bloknot.info (А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2011-09-28.