ალ-მაიდე
ალ-მაიდე (არაბ. ٱلمائدة; „მაგიდა“ ან „მაგიდის გაშლა“) — ყურანის მეხუთე სურა (თავი). მასში 120 აია შედის.
რაც შეეხება გამოცხადების ვადებსა და კონტექსტუალურ ფონს (ასბაბ ალ-ნუზულ), ეს არის „მედინური სურა“, რაც ნიშნავს, რომ იგი მექის ნაცვლად, მედინაში შეიქმნა.
თავის თემები მოიცავს აკრძალულ ცხოველებს, იესოს (ისა) და მოსეს (მუსა) მისიებს. 90-ე აია კრძალავს „სიმთვრალეს“ (ალკოჰოლს):
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْخَمْرُ وَالْمَيْسِرُ وَالْأَنْصَابُ وَالْأَزْلَامُ رِجْسٌ مِنْ عَمَلِ الشَّيْطَانِ فَاجْتَنِبُوهُ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
(უთხრა: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები , კერპები და ისრებით მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას , ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ!“) (5:90)
მე-8 აია შეიცავს ნაწყვეტს: „და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; “.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მუსტაფა ხატაბი, „წმინდა ყურანი“