ალ-ზაჰაბი
ალ-ზაჰაბი, შამს ალ-დინ აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად (არაბ. محمد بن احمد بن عثمان بن قيم ، أبو عبد الله شمس الدين الذهبي; დ. 5 ოქტომბერი, 1273 — გ. 4 თებერვალი, 1348) — არაბი მწერალი.
ალ-ზაჰაბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 ოქტომბერი, 1274[1] [2] |
დაბადების ადგილი | Kafr Batna |
გარდაცვალების თარიღი | 4 თებერვალი, 1348[3] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დამასკი[1] |
საქმიანობა | muhaddith და ისტორიკოსი |
ენა | არაბული ენა[2] |
Magnum opus | Siyar A'lam al-Nubala, tārīẖ al-islām wufīāt al-mšāhīr wālʾaʿlām, Tadhkirat al-ḥuffāẓ, al-Kabāʾir, Q16120695?, Q19443115?, Q19443102?, Q19454494?, Q19454581?, Q19455798?, Q19455981?, Q19456022?, Q19471065?, Q19471656?, Q19485521?, Q19506025?, Q22686151?, Q105322281?, Q113565532? და Q19456115? |
ავტორია რამდენიმე ისტორიული თხზულებისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია „თარიხე ალ-ისლამი“ („ისლამის ისტორია“) 20 ტომად. მასში აღწერილია ისლამის წარმოშობისა და განვითარება-გავრცელების ხანგრძლივი ისტორია, დამოკიდებულება ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოებს შორის, ხშირი ომები, რომელთა ასპარეზი საქართველოს ტერიტორია იყო. როგორც ზაჰაბი იუწყება, აბაღა-ხანსა და ბერქას შორის ომი (1264-1265) ბერქას გამარჯვებით დამთავრდა. 1265 წელს ბერქას მემკვიდრე მანქუ-თიმურს ლაშქრობა განუახლებია. აბაღა-ხანი მდ. მტკვართან შეჩერებულა და თავდაცვის მიზნით თბილისის აღმოსავლეთით 7 დღეში ხის კედელი აღუმართავს, თუმცა დამარცხება მაინც არ ასცდენია. მემატიანის გადმოცემით, 1271 წელს ომი კვლავ დაწყებულა და მისი ასპარეზი ისევ აღმოსავლეთ საქართველო ყოფილა.
ლიტერატურარედაქტირება
- ბ. სილაგაძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118889788 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.