ალ-ბათანი

არაბი ასტრონომი და მათემატიკოსი

აბუ აბდ ალაჰ მუჰამად იბნ ჯაბირ იბნ სინან ალ-რაქი ალ-ჰარანი ას-საბი ალ-ბათანი, შემოკლებით ალ-ბათანი (დ. 858, ჰარანი — გ. 929, სამარა) — შუა საუკუნეების არაბი ასტრონომი და მათემატიკოსი. შუა საუკუნეების ევროპაში იგი ცნობილი იყო ლათინირებული სახელით ალბატეგნიუსი (ლათ. Albategnius).

ალ-ბათანი
არაბ. أبو عبد الله محمد بن جابر بن سنان الحراني الصابي البتاني[1]
დაბ. თარიღი 858[2] [3]
დაბ. ადგილი ჰარანი, აბასიანთა სახალიფო
გარდ. თარიღი 929[2] [3] [4] [5]
გარდ. ადგილი სამარა, აბასიანთა სახალიფო
საქმიანობა მათემატიკოსი და ასტრონომი
გავლენა მოახდინეს

განავითარა მეცნიერება ტრიგონომეტრიული ფუნქციების შესახებ – სინუსი, კოსინუსი, კოტანგესი. დაადგინა რომ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე შეიძლება განისაზღვროს ერთი კათეტის მეორესთან შეფარდებით. დაადგინა ტრიგონომეტრიული დამოკიდებულება, რომელიც არსებითად კოსინუსების თეორემას წარმოადგენს.

ალ-ბატანიმ ჩაატარა მრავალი ასტრონომიული დაკვირვება რაქასა და დამასკოში 877-919 წლებში, შეადგინა „საბეან ზიჯი“ (არაბ. الزيج الصابئ‎) მათი შედეგების საფუძველზე. უფრო ზუსტად, ვიდრე პტოლემე, მან დაადგინა ეკლიპტიკის დახრილობა ეკვატორთან მიმართებაში - 23°35′41″, ხოლო ბუნიობის წინსვლა — 54,5″ წელიწადში, ანუ 1° 66 წელიწადში. მათემატიკურ ნაწილში ალ-ბათანიმ აღწერა სფერული სამკუთხედების გამოთვლის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით შემუშავდა სხვა მათემატიკოსებმა ისლამური ქვეყნებიდან.

ალ-ბათანიმ ასევე დაწერა „ტრაქტატი ქიბლას აზიმუტის შესახებ“, „ტრაქტატი ზეციურ სხეულებამდე მანძილების შესახებ“ და მრავალი ასტროლოგიური ნაშრომი.

ალ-ბათანიმ ასევე მოახერხა მზის წლის გამოთვლა და მისი მონაცემები თითქმის მთლიანად ემთხვევა თანამედროვეებს (მხოლოდ 24 წამის ცდომილებით).

ალ-ბატანის „ზიჯი“ ლათინურად თარგმნა პლატონმა ტივოლიელმა 1116 წელს. მან დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ასტრონომიაზე, მათ შორის გეორგ პურბაზე, რეგიომონტანუსა და ნიკოლაუს კოპერნიკზე.

ალ-ბატანის პატივსაცემად მთვარის ხილულ მხარეზე ერთ-ერთ კრატერს ეწოდა მისი სახელი — ალბატეგნიუსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
  • Матвиевская Г. П., Розенфельд Б. А. Математики и астрономы мусульманского средневековья и их труды (VIII—XVII вв.). В 3 т. — М.: Наука, 1983.
  • Матвиевская Г. П. Очерки истории тригонометрии. — Ташкент: Фан, 1990.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი