ალფონსო III (არაგონი)

ალფონსო III (ესპ. Alfonso III; დ. 1265 — გ. 18 ივნისი, 1291) — არაგონის მეფე 1285–1291 წლებში. პერდო III-ისა და კონსტანცია სიცილიელის ვაჟი.

ალფონსო III

ალფონსოს მემკვიდრეობით ერგო სიცილიის გამო ნეაპოლთან ომი და არაგონელ და კატალონელ დიდებულებთან უთანხმოებები, რომლებმაც ქალაქები უნიად გააერთიანეს. ორივეგან მას დათმობებზე წასვლა მოუწია. 1291 წელს ტარასკონში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც სიცილიის მეფე გახდა ალფონსოს ძმა ხაიმე. ხოლო დიდებულებს 1287 წელს მეფემ ახალი პრივილეგიები მისცა, რის შედეგადაც მეფის ხელისუფლება არაგონში საგრძნობლად შეიზღუდა, ყველა მნიშვნელოვანი საქმისთვის მეფეს კორტესების თანხმობა უნდა მიეღო. ამის გარდა მეფეს არ შეეზლო უნიის წევრის დასჯა სასამართლოს და კორტესების დადგენილების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნია მეფეს ძალაუფლებას ჩამოართმევდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.