ძველი მუზეუმი (ბერლინი)
ალტეს მუზეუმი ან ძველი მუზეუმი (გერმ. Altes Museum) თავდაპირველად პრუსიის სამეფო ოჯახის ხელოვნების ნიმუშთა კოლექციისთვის აიგო ბერლინში ნეოკლასიკურ სტილში არქიტექტორ კარლ ფრიდრიხ შინკელის მიერ 1823-1830 წლებში. შენობაში არქიტექტორმა მოდელად გამოიყენა ათენის პართენონის კოლონების კლასიკური წყობა. თუმცა იონიური წყობა მხოლოდ შენობის წინა ფასადშია გამოყენებული, დანარჩენი სამი ფასადი აგურითა და ქვით არის მოპირკეთებული.
1830 წელს მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა. მეორე მსოფლიო ომში შენობა მძიმედ დაზიანდა. 1966 წელს აღდგენილ იქნა და ადრინდელი ნახევარსფეროსებრი თაღი ელიფსის ფორმით გადაკეთდა. მუზეუმში ამჟამად უპირატესად ძველ ბერძნეთა და რომაელთა ქმნილებებია გამოფენილი. ეს უძველესი და უდიდესი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობაა ბერლინში და მდებარეობს ლუსტგარტენში ბერლინის ქალაქის სასახლესთან, ბერლინერ დომის გვერდით, რომელიც ასევე შინკელის პროექტით აიგო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Michael S. Cullen, Tilmann von Stockhausen: Das Alte Museum. Berlin-Edition, Berlin 1998, ISBN 3-8148-0002-8.
- Wolf-Dieter Heilmeyer, Huberta Heres, Wolfgang Maßmann: Schinkels Pantheon. Die Statuen der Rotunde im Alten Museum. Von Zabern, Mainz 2004, ISBN 3-8053-3255-6.
- Andreas Scholl, Gertrud Platz-Horster (Hrsg.): Altes Museum. Pergamonmuseum. Antikensammlung Staatlichen Museen zu Berlin. 3., vollständig überarbeitete und erweiterte Auflage. Von Zabern, Mainz 2007, ISBN 978-3-8053-2449-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine.
- ძველი მუზეუმი GreatBuildings.com-ზე
- ძველი მუზეუმი დაარქივებული 2015-06-03 საიტზე Wayback Machine. Archiseek.com-ზე
- ძველი მუზეუმი დაარქივებული 2007-05-09 საიტზე Wayback Machine. useum-location.de-ზე (გერმანული)