ალჟირის ტურიზმი
ალჟირი ფართობის მიხედვით აფრიკის უდიდესი და მსოფლიო მასშტაბით მე-10 სახელმწიფოა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საჰარის უდაბნოა, რომლის ზოგიერთი დიუნიც 180 მეტრზე მაღალია.[1][2] 1976 წლიდან მოყოლებული ალჟირი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014 წლის მოხსენების მიხედვით, აფრიკის ქვეყნებს შორის ალჟირი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობით: 2013 წელს ქვეყანა 2.7 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა.[3]
საერთაშორისო ტურისტთა დიდი ნაწილი ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებიდანაა.[4] ალჟირის ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ განვითარებადია. ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელისუფლებამ 2025 წლამდე სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Arthur N. Strahler and Alan H. Strahler. (1987) Modern Physical Geography – Third Edition. New York: John Wiley & Sons. Page 347
- ↑ Algeria Travel Information Guide დაარქივებული 2010-08-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ L’Algérie, 4ème pays le plus visité en Afrique en 2013
- ↑ SNAT a l'horizon 2025 დაარქივებული 2009-08-30 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Bellini, Nicola; Pasquinelli, Cecilia (2016-08-29). Tourism in the City: Towards an Integrative Agenda on Urban Tourism (en). Springer. ISBN 9783319268774.