ალმასის სუტრა
ალმასის სუტრა (სანს. वज्रच्छेदिका प्रज्ञापारमितासूत्र, Vajracchedikā-prajñāpāramitā-sūtra, „სრულყოფილი სიბრძნის სუტრა, რომელიც ელვასავით გაჰკვეთს უცოდინრობის ბინდს“) — პრაჯნიაპარამიტას ციკლის სუტრა, ბუდისტური მაჰაიანას საფუძველი, რომელიც შეიქმნა III საუკუნეში, არაუგვიანეს IV საუკუნის შუა წლებისა. არსებობს მისი ექვსი ჩინური თარგმანი. კუმარაჯივას (ბუდისტი ბერი IV-V სს.) თარგმანი არის მსოფლიოში მეორე ნაბეჭდი წიგნი და დათრიღებულია 868 წლით.
ისტორია
რედაქტირებაალმასის სუტრამ (ვაჯრა-ჩჰედიკა პრაჯნა-პარამიტა სუტრა) საფუძველი ჩაუყარა მაჰაიანას ბუდიზმის ადრეული პერიოდის ბუდისტურ ტექსტებს. სახელი ალმასის სუტრა (ინგლ. The Diamond Sutra) დასავლეთის მკვლევარებმა უწოდეს სიტყვა „ვაჯრას“ ერთ-ერთი მნიშვნელობის გამო, რაც ერთობ არასწორად გადმოსცემს მის ორიგინალურ შინაარსს.
სუტრამ ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მაჰაიანას მიმდევრებს შორის. II-III საუკუნეებში უკვე ცნობილი იყო და აკეთებდნენ მის ციტირებას, განმარტავდნენ ნაშრომებში, რომლებსაც ტრადიციულად მიაწერდნენ ბუდიზმის მაჰაიანური შტოს ფუძემდებელს ნაგარძუნას (II-III სს. ინდოელი მოაზროვნე). IV საუკუნეში სუტრას შინაარსი გადაიტანეს ბუდისტური დოგმატიკის სივრცეში: რაც იუგაჰენგფას ერთ-ერთმა პირველმა წამომწყებმა, ასანგამ 70 სტროფში (კარიკაში) გამოხატა, ხოლო მისმა მოწაფემ, ცნობილმა ბუდისტმა ფილოსოფოსმა ბასუბანდუმ (სეცინი) კომენტარები გააკეთა, როგორც ასანგას ნაშრომზე, ასევე თვით სუტრაზე.
სუტრა იყო და დღემდე პოპულარული რჩება მაჰაიანას გავრცელების არეალის ქვეყნებში. ამის დასტურია მისი უამრავი თარგმანი სხვადასხვა ენაზე, რომელთაგან ყველაზე ხანდაზმული (ჩინურ ენაზე) კუმარაჯივას მიერაა შერულებული დაახლოებით 400 წელს. სუტრას პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ბუდისტი მასწავლებლების რჩევით იმდენად ბუდიზმის მიმდევართა მიერ არ ისწავლება, რამდენადაც შეიგრძნობა ღრმა წვდომით, ეს კი ძალზე მოხერხებული საშუალებაა მოსწავლეთა მიერ ბუდას შეცნობისთვის[2].
სუტრას გავრცელებას ხელს უწყობდა ბუდას სწავლების ერთი წესი, რომლის თანახმად ითვლებოდა, რომ წმინდა ტექსტების გამრავლება იყო მადლის მიზიდვა, უბრალო მოკვდავისთვის მიერ გაღებული დიდი წვლილი ხსნისთვის. ხსნისთვის მეტ-ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდა „ალმასის სუტრას“ ტექსტები, რამდენადაც ის არ არის ვრცელი, მაგრამ სავსებით გამოხატავს სწავლების არსს. დროთა განმავლობაში სუტრა გახდა არა მარტო წაკითხვადი, არამედ ერთობ საპატიოც - ბუდიზმის აღმსარებელი ხალხი სუტრას ინახავდა ყველაზე საპატიო, „წმინდა“ ადგილზე. ხალხის დაბალ ფენაში გაჩნდა და დამკვიდრდა რწმენა, რომ სუტრა „უბოძებს მადლსა და ნათელს ნებისმიერ დროს“, რომ ადგილი, სადაც ის ინახება, არის ბუდას, ან მისი საპატიო მოწაფის, ადგილსამყოფელი[3].
ცნობილია სუტრას უძველესი თარგმანები ჩინურ, ტიბეტურ, ხოტანურ, სოგდიურ, მონღოლურ, უიღურულ, მანჯურიულ და იაპონურ ენებზე. XIX საუკუნის შუა წლებში სუტრა მრავალჯერ ითარგმნა ევროპულ ენებზეც, თანაც ევროპაში ტიბეტური და გერმანული თარგმანები გამოიცა 1837 წელს რუსეთის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიის მიერ.
სსრკ-ში პირველი რუსული თარგმანი გამოქვეყნდა კრებულში „ბუდიზმის ფსიქოლოგიური ასპექტები“ ნოვოსიბირსკი, 1986 წელი.
სუტრას მოქმედება ვრცელდება ქოშალის სამეფოს დედაქალაქის - შრავასტის სიახლოვეს (თანამედროვე ნეპალის სამხრეთით, ბუდას სამშობლო). ბუდა ამ ადგილებს ხშირად სტუმრობდა (ტრადიციული აღწერის თანახმად არანაკლებ 25-ჯერ). ოდესღაც ტყის პირად, უფლისწულ ჯეტეს სამფლობელოში ვაჭარმა ანათჰაპინადამ ააშენა ბუდასა და მისი მოსწავლეების სამყოფელი. სწორედ ამ ადგილზე შედგა ბუდას და ცნობილი ბუდისტი ბერის სუბჰუტის საუბარი, რაც გადმოცემულია ალმასის სუტრას შინაარსში.
შინაარსი
რედაქტირებასუტრაში აღწერილია ბუდას ქცევა, მეტყველებადა აზრები, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის ყოველი ბოთჰისატვას გზაზე შემდგარი. თავისთავად სუტრა შაკიამუნის ბუდას გამონათქვამებს. მთავარი დებულებების დასაფუძნებლად სუტრაში გამოყენებულია თავისებური აგებულების წინადადებები (პარადოქსული ლოგიკა): „ის რაზეც ქადაგებდა ბუდა როგორც სიბრძნის სრულყოფილებაზე, მასზე ასევე იქადაგებდა, როგორც არასრულყოფილზე, ამიტომაც მიიჩნევა იგი სიბრძნის სრულყოფილებად“ (სუტრაში ბუდა ხშირად ლაპარაკობს მესამე პირით). ეს თავისებურად არაფორმალური და არა დიალექტიკური ლოგიკა ხაზს უსვამს სახელის პირობითობას და ორი ცნების აღრევის არასასურველობას: მნიშვნელობის დონე (დენოტატის მნიშვნელობით) და გამოხატვის დონე (კონოტაციის მნიშვნელობით). მისი ძირითადი მიზანია აჩვენოს, რომ რაც აღწერილია, არ არის სინამდვილე, ვინაიდან ენა დაკავშირებულია ნიშნებთან და არა რეალობასთან. სწორედ ამიტომ ის, რაზეც ქადაგებდა ბუდა, როგორც „სიბრძნის სრულყოფილებაზე“, არის „სიბრძნის სრულყოფილება“, და „სიბრძნის სრულყოფილება“ არ ნიშნავს იმას, რაზეც ქადაგებდა ბუდა, რადგან მისი ყველანაირი გამოვლინება ვერ იქნება „სიბრძნის სრულყოფილება“.
სუტრას ძირითად იდეები
რედაქტირება- პიროვნებას და მის ელემენტარულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას (დრაჰმა) არ აქვს საკუთარი არსი.
- ცოცხალი არსებები ნირვანაში არსებობენ და მხოლოდ უგუნურება ჰქმნის ილუზიას, თითქოს სანსარაშიც არიან.
- ბუდა არ არის ადამიანი, არამედ ჭეშმარიტი რეალობა, როგორც ასეთი (ბობსინი,ძინიო).
- ჭეშმარიტ რეალობას არ აქვს სახე (ო ონგი) და მისი აღწერა ან წარმოდგენა შეუძლებელია.
- მხოლოდ იოგური ინტუიციის საშუალებით მიიღწევა ჭეშმარიტი რეალობის შეცნობა.
სუტრა ეძღნება ფსიქოლოგიისა და გნოსეოლოგიის საკითხებს და გარკვეულ დასკვნებით გადის ონტოლოგიაზე. უმეტესად გავრცელებული ოთხტაეპიანი ლექსი სუტრას ბოლოს თხრობით გადმოგვცემს (მუსანგი):
როგორც სიზმარს, ილუზიას,
როგორც ანარეკლსა და ბუშტებს წყალზე,
როგორც დილის ცვარსა და ელვას,
ისე უნდა შევხედოთ ყველა მოღვაწე დჰარმას.
- პალიურ კანონთან შედარებით სუტრა რევოლუციური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, მოყვანილი ოთხტაეპიანი ლექსის ნიმუში უკვე შეინიშნებოდა პალიურ წერილებში, როგორიცაა დჰამაპადა ანუ სუტა-ნიპატა:
- „შეხედე სამყაროს როგორც სიცარიელეს.
- დაამსხვრიე შენს შესახებ ჩვეულებრივი შეხედულება და დაამარცხებ სიკვდილს.
- სიკვდილის უფალი ვერ იხილავს მას, ვინც ასე უყურებს სამყაროს“ - ამბობს სიდჰატრა გაუტამა შაკიამუნის ბუდა სუტა-ნაპატეში (1118-ე სტროფი).
- „ვინც სამყაროს ისე უყურებს, როგორც წყალზე ბუშტებს, როგორც მირაჟს,
- მას ვერ ხედავს სიკვდილის მეუფე“ (დჰამაპადა, 170-ე სტროფი)
მსოფლიოში მეორე ბეჭდური წიგნი
რედაქტირებასუტრა არის უტყუარად დათარიღებული ქსილოგრაფიის მეორე ნიმუში. 1906-1908 წწ. ექსპედიციისას უნგრელმა მოგზაურმა და ეთნოგრაფმა მარკ სტეინმა დუნჰოანგის მახლობლად, მაგგოგულის გამოქვაბულის ბერისაგან შეიძინა 4,8 მეტრი სიგრძის გრაგნილი. ამ გამოქვაბულში ინახებოდა ხელნაწერთა დიდი ბიბლიოთეკა. წიგნის კოლოფონში წერია: „პატივისცემით დამზადებულია უსასყიდლო და საყოველთაო გავრცელებისთვის ვან ცზეს მიერ, მისი მშობლების დაკვეთით სიანტუნის წლის მე-4 მთვარის მე-15 რიცხვში (ე.ი. 868 წლის 11 მაისი).
ლიტერატურა
რედაქტირება- Андросов В. П. Буддизм Нагарджуны: Религиозно-философские трактаты. — М.: Восточная литература РАН, 2000. — 800 с. ISBN 5-02-018115-3.
- Торчинов Е. А. Опыт текстологического анализа китайских переводов «Ваджраччхедика-Праджняпарамита-сутры» // Философские вопросы буддизма / отв. ред. В. В. Мантатов. — Новосибирск: Наука, 1984. — С. 52—59. — 128 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Алмазная сутра 868 года печати, архив Британской библиотеки)
- ↑ E.А.Торчинов. О психологических аспектах учения Праджняпарамиты на примере «Ваджраччхедика-праджняпарамита-сутры»
- ↑ Пресс-служба центрального хурула «Золотая обитель Будды Шакьямуни». (25 апреля 2013) Тензин Приядарши в Калмыкии подарит Учение по Алмазной сутре. Учение. Сангха. Оф.сайт Калмыцкого Центрального Буддийского монастыря «Геден Шеддуп Чой Корлинг». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტირების თარიღი: 2016-05-18.