ალკამენესპარტის მეფე ძვ. წ. VIII საუკუნეში, აგიდების გვარის წარმომადგენელი, მეფე ტელეკლას შვილი,[1]. რომელიც მეფობდა 37 წლის განმავლობაში, რასაც ადასტურებს „ევსევის ქრონიკები“ (ძვ. წ. 814-777 წ.წ.), თუმცა სხვა წყაროები ადასტურებენ, რომ იგი მეფობდა 38 წელს და, რომ მისი მეფობის მეათე წელს ჩატარებულა პირველი ოლიმპიადა.[2] სხვა მეცნიერები უფრო სკეპტიკურად განწყობილნი ბერძნული ტრადიციებისადმი, მისი მეფობის წლებს მიაკუთვნებენ ძვ. წ. VIII საუკუნის უკანასკნელ მესამედს.

მისი მეფობის პერიოდში სპარტანული ჯარის მიერ დანგრეულ იქნა, აჰეიცებით დასახლებული ქალაქი ჰელოსი,[3] ასევე დაამარცხა ამ ქალაქის მაცხოვრებელთა დასხმარებლად მოსული არგოსების ჯარი. ასევე, ლაკიდემიანელებმა კუნძულ კრეტაზე გააგზავნეს სპარტელთა ჯარი, რათა იქ ჩაეხშოთ კრეტანელთა შორის გაჩაღებული ომი.

ალკამენი, მესენის ომის პირველ წელს (ძვ. წ. 743 წ.) სპარტანელებს ხელმძღვანელობდა, ამფეაზე ლაშქრობისას და ის მალე გარდაიცვალა.

ორაკულმა ალკამენს და თეოპომპს უწინასწარმეტყველა, რომ „სიმდიდრის დაგროვებისადმი ლტოლვა ოდესმე სპარტას დაღუპავდა“.[4]

  1. ჰეროდოტე. „ისტორია“. VII, 204.
  2. დიოდორე სიცილიელი. „ისტორიული ბიბლიოთეკა“. VII, 8 = ევსევიას ქრონიკა.
  3. პავსანია . ელადის აღწერა. III 2, 7.
  4. პლუტარქე. სპარტანელთა უძველესი ტრადიციები. 42.