ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალი ნაგი-ოღლუ ნაგიევი (აზერ. Əli Nağı oğlu Nağıyev; დაბ. 8 ნოემბერი 1958, ბაბექის რაიონი, ნახიჩევანის ასსრ) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მეთაური, აზერბაიჯანის ნაციონალური უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე. გენერალ-ლეიტენანტი.

ალი ნაგიევი
აზერ. Əli Nağıyev
ალი ნაგიევი აზერ. Əli Nağıyev
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული8 ნოემბერი 1958 (61 წელი)
ბაბექის რაიონი, ნახიჩევანის ასსრ, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
განათლებაასპუ

ალი ნაგიევი დაიბადა 1958 წლის 8 ნოემბერს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ბაბექის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი). შრომითი საქმიანობა დაიწყო 1975 წელს.

1986 წელს სსრკ სუკ-ის უმაღლესი კურსების დასრულების შემდეგ, ალი ნაგიევი მსახურობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე აზერბაიჯანის სსრ სუკ-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალური უშიშროების სამინისტროს (არ ნუს) ოპერატიულ ქვეგანყოფილებებში. 2000-დან 2004 წლამდე იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნუს-ის კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2004-დან 2005 წლამდე იყო ტრანსნაცონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი მთავარი სამმართველოს უფროსი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2005 წლის 16 მარტის განკარგულებით ალი ნაგიევი დაინიშნა ნაციონარული უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2006 წლის 26 მარტის განკარგულებით ალი ნაგიევს მიენიჭა გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2011 წლის 12 მაისის განკარგულებით ალი ნაგიევი დაინიშნა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურასთან არსებული[1] კორუპციასთან მებრძოლი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2014 წლის 5 აგვისტოს განკარგულებით ალი ნაგიევს მიენიჭა იუსტიციის III კლასის სახელმწიფოებრივი მრჩეველის უმაღლესი სპეციალური წოდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2019 წლის 20 ივნისში ალი ნაგიევი დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის][2] უფროსად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2019 წლის 27 ივნისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მეთაურს ალი ნაგიევს მიენიჭა გენერალ-ლეტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება.[3]

ჯილდოები

რედაქტირება

უშიშროების ორგანოებში მუშაობის პერიოდში ალი ნაგიევს მიენიჭა რიგი სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2002 წლის 27 მარტის #670 ბრძანებულებით მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სიმამაცისა და თავდადებულობისათვის დაჯილდოვდა «აზერბაიჯანის ღირსების» ორდენით.

2005 წელს ალი ნაგიევი დაჯილდოებული იქნა მედლით «თავდადებულობისათვის».[4] აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 სექტემბრის #514 განკარგულებით ალი ნაგიევი დაჯილდოვდა მე-3 ხარისხის ორდენით «სამშობლოს მსახურებისათვის».[5]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალი_ნაგიევი“-დან