ალისია ერერა რივერა
ალისია ერერა რივერა (ესპ. Alicia Herera Rivera; დ. 12 მაისი, 1928 — 6 აპრილი, 2013) — ჩილელი ფემინისტი ადვოკატი და სანტიაგოს სააპელაციო სასამართლოს მინისტრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალისია ერერა რივერა 1928 წლის 12 მაისს, ვალპარაისოში დაიბადა. მისი თქმით, ზღვისპირ აქალაქიდან წარმომავლობამ ღრმა გავლენა იქონია მასზე. უყვარდა კითხვა, მუსიკა და სწავლა.[1] სწავლობდა სანტიაგოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც 1954 წელს დაამთავრა.[2] ერთი თვის შემდეგ ადვკატსა და სოციალისტ პოლიტიკოსზე, ალეხანდრო ხილიბერტო სეპედაზე დაქორწინდა. 1973 წელს ავგუსტო პინოჩეტის მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ დიქტატორული რეჟიმი წნეხში აქცევდა და ერერა ეროვნული სადაზვერვო სამმართველოს აგენტებმა გაიტაცეს. საბოლოოდ, იძულებული გახდა, ევროპაში გადასახლებულიყო. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიასა და ესპანეთში.
ჯილდოები
რედაქტირება2000 წელს, როგორც თემის საპატიო პრეზიდენტს, ალისია ერერა რივერას შრომის სამინისტროს სოციალური სოლიდარობის სამოქალაქო ორდენის ვერცხლის ჯვრით დაჯილდოვდა.[3]
რჩეული ნამუშევრები
რედაქტირება- "La mujer, objeto y sujeto de culturización", Jornadas de feminismo socialista. Editorial Mariarce, Madrid. (1984)
- "La mujer chilena ante el derecho". Araucaria de Chile. No. 30. Madrid. (1985)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Herrera Rivera, Alicia. "I". Desde el Tejado. Memorias. CESOC. p. 21-22. (in Spanish)
- ↑ Alicia Herrera Rivera, abogada chilena que luchó por los derechos de las mujeres españolas - Mujeres Juristas Themis es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 31 August 2021
- ↑ BOE.es - BOE-A-2000-1148 Orden de 27 de diciembre de 1999 por la que se concede la Cruz de Plata de la Orden Civil de la Solidaridad Social a la Asociación de Mujeres Juristas Themis. es. ციტირების თარიღი: 31 August 2021