ალიბაბა აბდულაევი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალიბაბა აბდულა-ოღლუ აბდულაევი (აზერ. Əlibaba Abdulla oğlu Abdullayev; მარტი 1915, ბაქო — 9 აგვისტო 1980, აქვე), ზოგიერთ წყაროებში ალიბაბა აბდულაევი[1] — აზერბიჯანელი საბჭოთა მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ხალხური ცეკვების[2] შემსრულებელი, აზერბაიჯანის ფილარმონიის[3] სიმღერისა და ცეკვის საცეკვაო ჯგუფის მხატვრული ხელმძღვანელი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1943), აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1959).

ალიბაბა აბდულაევი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1915
ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო, 1980 (65 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა სსრკ
საქმიანობა მოცეკვავე, ქორეოგრაფი
დამსაქმებელი აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის დარბაზი
ჯალილ მამედკულიზადეს სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1943); აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1959)

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავისი პროფესიონალური საქმიანობა დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში 1936 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ მოსკოვში აზერბაიჯანის ხელოვნების პირველ დეკადაში მიიღო მონაწილეობა.

ომის დასრულების შემდეგ აბდულაევი მუშაობდა ბაქოში მუსიკალური კომედიის თეატრში, აზერბაიჯანის მუსიკის კლასიკოსების ნაწარმოებების დამდგმდგმელად. 1960-იან წლებში სახელმწიფო ფილარმონიის ქორეოგრაფად ყოფნის პერიოდში, აზერბაიჯანის ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებთა მოტივების მიხედვით შექმნა მთელი რიგი საცეკვაო კომპოზიციები. ამას გარდა აბდულაევი მ. ა. ალიევის სახელობის ინსტიტუტში და ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ასწავლიდა.

ალიბაბა აბდულაევი არა მარტო თეატრის სცენაზე დგავდა ცეკვებს, აზერბაიჯანის საბჭოთა პერიოდის მხატვრულ ფილმებში მთელი რიგი ინდივიდუალური და ჯგუფური ცეკვებისათვის ამზადებდა სცენებს. ამავდროულად აბდულაევი სასიმღერო შემოქმედებითაც იყო დაკავებული.

ალიბაბა აბდულაევის სახელს მისი მშობლიური ქალაქ ბაქოს ერთ-ერთი ქუჩა ატარებს, და იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობდა, კედელზე მემორიალური დაფა ჰკიდია. აბდულაევზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი.

  1. Театральная энциклопедия, 1967, с. 13.
  2. Суриц Е. Я. Всё о балете: словарь-справочник / под редакцией Ю. И. Слонимского. — М.-Л.: Музыка, 1966. — С. 157. — 453 с.
  3. Личные архивные фонды в государственных хранилищах СССР. Указатель. — Главное архивное управление, 1963. — Т. III. — С. 13.