ალიაღა ვაჰიდი
ალიაღა ვაჰიდი (აზერ. Əliağa Vahid; დ. 17 თებერვალი, 1895, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 1 ოქტომბერი, 1965, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — საბჭოთა-აზერბაიჯანელი პოეტი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943),[1] აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი.
ალიაღა ვაჰიდი | |
---|---|
აზერ. Əliağa Məmmədqulu oğlu İsgəndərov | |
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1895 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1965 (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | პოეტი და Q125503494? |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | ghazal |
ჯილდოები | აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
ხელმოწერა | |
აზერბაიჯანის რესბუპლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის 211-ე დადგენილებით, ალიაღა ვაჰიდის ნაწარმოებები აზერბაიჯანის რესპუპლიკის სახელმწიფო სიმდიდრედ გამოცხადდა.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაალიაღა ვაჰიდი 1895 წლის 17 თებერვალს ქალაქ ბაქოში დაიბადა. სწავლა დაიწყო მეჩეთთან არსებულ მედრესეში, რომელიც ვერ დაასრულა. ახალგაზრდობაში ბაქოს „Məcməüş-şüəra“-ს მეჯლისში მიიღო მონაწილეობა, ამ პერიოდში აზერ იმამალიევის, მუნირის და სხვა მწერალთა გავლენით დაიწყო ლექსების წერა. თავის სატირულ ლექსებში მან გააშუქა სოციალური პრობლემები, უსამართლობა, ჩაგვრა და ა.შ. მისი პირველი წიგნი გამოიცა სახელწოდებით „გაუმაძღრობის შედეგი“.
აზერბაიჯანში საბჯოთა ხელისუფლების მისასალმებელ რევოლუციურ პროპაგანდებში აქტიურად მონაწილეობდა, დაწერა მრავალი ლექსი, სადაც ადიდებდა ახალ ცხოვრებას („ჯარისკაც და მუშა მეგობრებს“, „რას ნიშნავს სკოლა“, „ამაღლდი ჩემო ანგელოზო“ და ა.შ.). თანამშრომლობდა გაზეთ „Kommunist“-თან და ჟურნალ „Molla Nəsrəddin“-თან. იგი თავის ლექსებში მკაცრად აკრიტიკებს სიახლეების ხელშემშლელ პირებს. სამოქალაქო ომის პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებში ალიაღა ვაჰიდი სამშობლოს სიყვარულს, მტრისადმი სიძულვილს და გამარჯვებისადმი ნდობას ქადაგებდა. როგორც ფუზულის ტრადიციების მიმდევარი, ვაჰიდი თანამედროვე აზერბაიჯანულ ლიტერატურაში ღაზალური ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ღაზალები გამოირჩევა პოეტური ენის სიმარტივით, ფოლკლორული და ჰარმონიული ნიშნებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომღერლების რეპერტუარში. მან თარგმნა ნიზამის, ხაგანის, ფუზულის, ნავის და სხვების ღაზალები აზერბაიჯანულ ენაზე.
გარდაიცვალა 1965 წლის 1 ოქტომბერს ბაქოში.
ალიაღა ვაჰიდის ქანდაკება თავდაპირველად ფილარმონიის ბაღში დადგეს, მოგვიაენებით, რეკონსტრუქციის დროს იჩერი-შეჰერში გადაიტანეს.
რეპრესია
რედაქტირებაალიაღა ვაჰიდი ალკოჰოლურ სასმლებზე დამოკიდებული პირი არ იყო, თუმცა რეპრესიის პერიოდში, თავი რომ დაეხწია რეპრესიას, თავი გამოიჩინა, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებული. ერთხელ, როდესაც მირჯაფარ ბაგიროვს სარეპრესიოდ გამზადებული პირთა სია მისცეს, ალიაღა ვაჰიდის სახელიც იყო. მირჯაფარ ბაგიროვმა მისი სახელი გადახაზა და თქვა, რომ ის მთელი დღე მთვრალია და მისი არსებობა ზიანის მომტანი არ არის. ალიაღა ვაჰიდს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცუდ პირობებში უცხოვრია. ამასთან დაკავშირებით ლექსიც კი აქვს დაწერილი. მოგვიანებით, 1951 წელს კი მირჯაფარ ბაგიროვმა მას ოროთახიანი სახლი აჩუქა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „ახალი ჰორიზონტი“ (ფილმი, 1940)
- „გეზელხანი“ (ფილმი, 1991)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Bəxtəvərsən ki, dünya yaşadıqca dirisən".[მკვდარი ბმული] ayna.az (აზერბაიჯანული)
- ↑ "“Əsərlərin dövlət varidatı elan edilməsi Qaydaları”nın və “Əsərləri dövlət varidatı elan edilən müəlliflərin və dövlət varidatı elan edilən filmlərin Siyahısı”nın təsdiq edilməsi haqqında" Azərbaycan Respublikası Nazirlər Kabinetinin 7 მაისი 2019 tarixli, 211 nömrəli Qərarı az. cabmin.gov.az (2019-05-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-13. ციტირების თარიღი: 2019-05-13.