ალექსანდრე II-ის ძეგლი (შახტი)

ალექსანდრე II-ის ძეგლი (რუს. Памятник Александру II) — ძეგლი როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში. მდებარეობს შევჩენკოსა და პუშკინის ქუჩის გადაკვეთაზე.

ალექსანდრე II-ის ძეგლი
კოორდინატები 47°42′36″N 40°12′30″E / 47.709935° ჩ. გ. 40.208397° ა. გ. / 47.709935; 40.208397
მდებარეობა შახტი, რუსეთი
არქიტექტორი იური ლევოჩკინი
სიმაღლე 5,7 მ.
დასრულების თარიღი 2015
გარე სურათები
ალექსანდრე II-ის ძეგლი ქალაქ შახტში

სრულიად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II ისტორიაში შევიდა თავისი მასშტაბური რეფორმებით, რომელმაც რევოლუციამდელ ისტორიოგრაფიაში მიიღო „დიდი რეფორმების“ სახელი. იმპერატორმა დიდი როლი ითამაშა ქალაქ შახტის ცხოვრებაში. 1867 წელს გამოსცა კანონი გრუშევსკის დასახლების შექმნის შესახებ, რომელმაც მიიღო სამთო ქალაქის სტატუსი. იმპერატორის წყალობით სამთო საქმიანობა აღნიშნული ქალაქის მრეწველობის მთავარი დარგი გახდა. 1883 წლის 3 იანვარს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით სამთო დასახლებას ეწოდა ალექსანდროვსკ-გრუშევსკი, ამჟამად ქალაქი შახტი.

იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძეგლი გაიხსნა 2015 წლის 29 აპრილს დონის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილიალის მომსახურების სფეროსა და მრეწველობის ინსტიტუტის შენობის წინ. ძეგლი ააშენეს შემოწირულობების საფუძველზე. ძეგლის გახსნის უფლება მისცეს რომანოვების დინასტიის წარმომადგენელს, ალექსანდრე III-ის შთამომავალს პავლე ედუარდის ძე კულიკოვსკ-რომანოვს და შახტის კაზაკების კადეტთა კორპუსის კადეტს კირილ პოვეჩეროვს.

იმპერატორი ალექსანდრე II გამოსახულია ფეხზე მდგომი სრული ტანით, მუნდირში და ორდენებით. მარცხენა ხელით ეყრდნობა კვარცხლბეკს.

კვარცხლბეკი დამზადებულია მუქი გრანიტისაგან, ხოლო ალექსანდრე II-ის გამოსახულება ბრინჯაოსაგან. ძეგლის სიმაღლეა - 5,7 მეტრი, საიდანაც 2,4 მეტრია იმპერატორის ფიგურა. ძეგლის წინა მხარე მიმართულია პუშკინის ქუჩის მხარეს.

ძეგლის წინა მხარეს წარწერაა „ალექსანდრე II. მეფე - განმათავისუფლებელი“. ძეგლი ააგეს ქალაქ შახტის ისტორიული საბჭოს ინიციატივით. ძეგლის მოქანდაკეა იური ალექსის ძე ლევოჩკინი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება