ალექსანდრე ხანჟონკოვის ძეგლი

ალექსანდრე ხანჟონკოვის ძეგლი (რუს. Памятник Александру Ханжонкову) — რუსი კინემატოგრაფისტის ალექსანდრე ხანჟონკოვის ძეგლი, რომელიც გაიხსნა 2016 წლის 24 აგვისტოს[1], ბუდიონოვსკის პროსპექტზე, დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლზე მუშაობდა როსტოველი მოქანდაკე სერგეი ოლეშნია[2]. ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები[3].

ალექსანდრე ხანჟონკოვის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2,5 მ
გახსნის თარიღი 24 აგვისტო, 2016
მიძღვნილია ალექსანდრე ხანჟონკოვი

კინემატოგრაფისტ ალექსანდრე ხანჟონკოვის ძეგლის შექმნისა და დადგმის იდეა ეკუთვნის ჟურნალისტ ლუბა სურკოვას[4]. მან ამ წინადადებით მიმართა ქალაქის ადმინიტრაციას სადაც აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირეს. ძალიან მალევე დაიწყეს მუშაობა ძეგლის ესკიზზე. შეიქმნა ორი საბოლოო ესკიზი და აქედან ერთ-ერთს შთაბერეს სიცოცხლე. ძეგლის ავტორი გახდა როსტოველი მოქანდაკე სერგეი ოლეშნია[3], კვარცხლბეკი შექმნა იური იაკოვლევის ძე დვორნიკოვმა[4], თუმცა მის შექმნაში სხვა არქიტექტორები და მოქანდაკეებიც იყვნენ ჩართული[3].

ქანდაკების დასადგმელი ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, იგი მდებარეობს ალექსეევკის გიმნაზიის პირდაპირ, გიმნაზიისა, რომელშიც სწავლობდა რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე ხანჟონკოვი, ამ ადგილთან ახლოს მდებარეობს კინოსტუდია[1]. ასევე იგეგმება ორი მემორიალური დაფის დადგმა: ერთი, შენობაზე სადაც სწავლობდა რეჟისორი და მეორე, იქ სადაც მან პირველად ნახა კინოფილმი.

კინემატოგრაფისტ ხანჟონკოვის ფიგურა ძველ ფოტოკამერასთან ერთდ ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. კვარცხლბეკის სიმაღლეა 2 მეტრი, ხოლო ძეგლის — 2,5 მეტრი. ძეგლის გახსნა გაიმართა სამოტივაციო კინოს საერთაშორისო ფესტივალის Bridge of Arts-ის[2] პირველ დღეს. ქანდაკების გახსნაში მონაწილეობდნენ მსახიობები ირინა ბეზრუკოვა და ირინა ბაბენკო, ტელეწამყვანი დიმიტრი დიბროვი, პროდიუსერი ალან დეპარდიე[1].

  1. 1.0 1.1 1.2 В Ростове-на-Дону открыли памятник Ханжонкову
  2. 2.0 2.1 В Ростове-на-Дону открыли памятник пионеру русского кино Ханжонкову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-07. ციტირების თარიღი: 2017-06-01.
  3. 3.0 3.1 3.2 https://regnum.ru/news/cultura/2169617.html Ростов-на-Дону: памятник «пионеру русского кинематографа» Ханжонкову готов]
  4. 4.0 4.1 В Ростове-на-Дону открыт памятник пионеру русского кинематографа Александру Ханжонкову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-07. ციტირების თარიღი: 2017-06-01.