ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (ხელოვნების მოედანი)

ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (რუს. Памятник А. С. Пушкину) — მოქანდაკე მიხეილ კონსტანტინეს ძე ანიკუშინისა და არქიტექტორ ვასილი ალექსანდრეს ძე პეტროვის მიერ შესრულებული ძეგლი სანქტ-პეტერბურგში, ხელოვნების მოედანზე. ააგეს 1957 წლის 19 ივლისს და აღმართეს ხელოვნების მოედანზე რუსული მუზეუმის შენობის წინ. ძეგლის გახსნა მიეძღვნა ლენინგრადის 250 წლის იუბილეს.

ალექსანდრე პუშკინის ძეგლი
Памятник А. С. Пушкину
კოორდინატები 59°56′14″N 30°19′54″E / 59.937222° ჩ. გ. 30.331667° ა. გ. / 59.937222; 30.331667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. ა. პეტროვი
მოქანდაკე მ. კ. ანიკუშინი
თარიღდება 1956-1957
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810527000

ძეგლი ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან ლენინგრადის ქარხანა „Монументскульптура“-ში. ძეგლის სიმაღლეა 4 მეტრი, ხოლო კვარცხლბეკთან ერთად 7 მეტრი და 90 სანტიმეტრი. კვარცხლბეკი წითელი გრანიტისგანაა შემკული. კვარცხლბეკის წინა ფასადზე ამოკვეთილია ოქროსფრი წარწერა: „ალექსანდრე სერგის ძე პუშკინი“.

ძეგლის შექმნის ისტორია იწყება 1936 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით ძეგლის აგების შესახებ. 1937 წელს გამოაცხადეს საკავშირო კონკურსი ძეგლის საუკეთესო პროექტის შესახებ. თავდაპირველად ფიქრობდნენ იგი დაედგათ ვასილევსკის კუნძულზე, ბირჟის მოედანზე. მას უწოდეს პუშკინის მოედანი, შედგა საზეიმო საფუძვლის ჩაყრა. თუმცა ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ წარმოადგინა ღირებული პროექტი. შედეგად კი ვასილევსკის კუნძულზე ძეგლი არ აღმართულა.

ომის შემდეგ, 1947 წელს გამოაცხადეს ახალი საკავშირო კონკურსი. პროექტების მიღების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 1947 წლის 31 ივლისი. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მოქანდაკე ლ. დ. მურავინმა და არქტექტორმა ი. კარაკისმა მიიღო მეორე პრემია. 1949 წელს ღია კონკურსის IV ტურში თავისი ესკიზი წარადგინა 32 წლის მოქანდაკემ მიხეილ ანიკუშინმა. აღნიშნული პროექტი დაამტკიცა კომისიამ. ძეგლის საფუძვლის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1949 წელს, პოეტის დაბადების 150-ე წლის იუბილეზე.

1958 წელს ა. ს. პუშინის ძეგლის შექმნისთვის მიხეილ ანიკუშინი დააჯილდოეს ლენინის პრემიით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Иогансон Б. Слово к молодым // Художние. 1958, № 2. С.42-43.
  • Ленинград. Путеводитель / Составитель Серпокрыл С. М. — Л.: Лениздат, 1973.
  • Изобразительное искусство Ленинграда. Каталог выставки. — Л: Художник РСФСР, 1976. — с.124.
  • Н. А. Синдаловский Петербург: От дома к дому… От легенды к легенде… Путеводитель. — СПб.: Норинт, 2000.
  • Гдалин А. Д. Памятники А. С. Пушкину: История. Описание. Библиография. Т.I. Россия. Ч.1. Санкт-Петербург, Ленинградская область. — Спб., Академический проект, 2001.
  • Юнаков О. Проект памятника Александру Пушкину у Русского музея (Ленинград) // Архитектор Иосиф Каракис. — Нью-Йорк: Алмаз, 2016. — 544 с. — ISBN 978-1-68082-000-3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება