ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (ტაგანროგი)
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (რუს. Памятник Александру Пушкину) — ცნობილი რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ტაგანროგში. ძეგლი მდებარეობს ქალაქში ზღვს სანაპიროზე, რომელსაც ასევე პუშკინის სახელი ეწოდება. მწერლის ძეგლი აღმართეს 1986 წელს და მისი ავტორები არიან მოქანდაკე გიორგი ნეროდა და არქიტექტორი პეტრე ბონდარენკო.
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი რუს. Памятник Александру Пушкину | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′48″N 38°56′26″E / 47.213278° ჩ. გ. 38.940472° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | პეტრე ბონდარენკო |
მოქანდაკე | გიორგი ნეროდა |
მასალა | ბრინჯაო |
გახსნის თარიღი | 1986 |
ძეგლი
რედაქტირება- მასალა: ბრინჯაო
- მოქანდაკე: გიორგი ნეროდა (1895-1983 წწ.)
- არქიტექტორი: პეტრე ბონდარენკო (1941-2013 წწ.; „სპეცპროექტრესტავრაცია“)[1].
- აღწერა: ძეგლი დგას მრგვალ კვარცხლბეკზე (რომელიც გადაადგილებამდე იყო მართკუთხედი). ალექსანდრე პუშკინი გამოსახულია ფეხზე მდგომი, რომელიც მარცხენა ხელის იდაყვით დაყრდნობილია პოსტამენტზე მდგარ სვეტზე, ამავე ხელზე გადაკიდებული აქვს ქურთუკი. ხოლო ოდნავ აწეულ მარჯვენა ხელში უჭირავს გრაგნილი.
ისტორია
რედაქტირებადიდი რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი დაიდგა როსტოვის ოლქში, კერძოდ ქალაქ ტაგანროგში 1820 წლის ივნისში მისი ვიზიტის უკვდავსაყოფად[1]. თავდაპირველად დიდი მწერლისა და საზოგად მოღვაწის ძეგლი დადგეს სახით პუშკინის სახელობის სანაპიროსაკენ, მის ცენტრალურ ნაწილში ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვის კიბიდან 10-15 მეტრის მოშორებით.
2002 წელს პუშკინის სახელობის სანაპიროს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით და ასევე ტაგანროგის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებული ძეგლის აღმართვის გამო, პუშკინის ძეგლი გადაიტანეს 150 მეტრის მოშორებით იახტ-კლუბის მიმართულებით[2]. ძეგლს გადაადგილებამდე ჰქონდა ოთხკუთხედი კვარცხლბეკი, ხოლო გადაადგილების შემდეგ იგი წრიულ კვარცხლბეკზე დადგეს[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Киричек М. С. Памятник Пушкину на Пушкинской набережной // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 542. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ 2.0 2.1 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 41. — ISBN 978-5-9901455-3-5.