ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (დონის როსტოვი)
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი — ძეგლი ქალაქ დონის როსტოვის ცენტრში. მდებარეობს პუშკინისა და ვოროშილოვის პროსპექტის გადაკვეთაზე. ძეგლის ავტორია გავრილ შულცი, არქიტექტორი — მიხაილ მინკუსი. ძეგლი გაიხსნა 1959 წელს. მოგვიანებით მოედანზე, სადაც დადგეს ძეგლი, დაამონტაჟეს დეკორატიული ფანრები. ალექსანდრე პუშკინის ძეგლი არის ადგილობრივი მნიშვნელობის ეროვნული მემკვიდრეობის ობიექტი. იგი არის პირველი ძეგლი დონის როსტოვში, რომელიც მიძღვნილია ლიტერატურულ თემატიკას[1].
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | გავრილ შულცი |
მოქანდაკე | მიხაილ მინკუსი |
ტიპი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მასალა | ბრინჯაო, გრანიტი |
გახსნის თარიღი | 1959 |
მიძღვნილია | ალექსანდრე პუშკინი |
პოეტის ქანდაკება შესრულებულია კლასიკურ სტილში, დამზადებულია ბრინჯაოსაგან და დგას გრანიტისაგან დამზადებულ მაღალ, წითელ კვარცხლბეკზე[1].
1992 წელს პუშკინის ძეგლი შეიტანეს სახელმწიფო დაცვის სიაში[2]. 1999 წელს ძეგლი გაარემონტეს[1].
ყოველწლიურად პოეტის დაბადების დღეზე, 6 ივნისს, დონის როსტოვის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები ყვავილებით ამკობენ ძეგლს. აქ ასევე იკრიბებიან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, აწყობენ ლიტერატურულ და პოეტურ საღამოს. სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობენ მწერალთა საზოგადოებები, კულტურის სფეროს საჯარო დაწესებულებები და მოსწავლეები[3].
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი შემთხვევით არ დაიდგა დონის როსტოვში. 1820 წელს მწერალი სტუმრობდა ქალაქს. ამ დროს მან დაასრულა მოგზაურობა კავკასიაში ნიკოლაი რაევსკისთან ერთად. ამ მოგზაურობის დროს პოეტი დაინტერესდა პეტრე I-ისა და ეკატერინე II-ის ისტორიით, ასევე დაინტერესდა სტეფანე რაზინისა და ემილიანე პუგაჩოვის აჯანყებებით, რასაც შემდეგ მიუძღვნა თავისი ნაწარმოებები[3][4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „Памятник А. С. Пушкину, Ростов-на-Дону“. Изготовление памятников (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-21.
- ↑ Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-01. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
- ↑ 3.0 3.1 Памятник Пушкину, Ростовская область, Ростов-на-Дону г.. www.rostovgid.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-21.
- ↑ Админ. Памятник А.С. Пушкину в Ростове-на-Дону. www.voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-21.