ალექსანდრე კაჭარავა

ალექსანდრე კაჭარავა (დ. 1896 — გ. 1937) — ქართველი იურისტი.

დაიბადა 1896 წელს სოფ. აბაშაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი გაენებებინა და სამუშაო ეძებნა ჯერ ფოთში, შემდეგ ქუთაისსა და ბოლოს ბაქოში, ნავთობის სარეწებში.

1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სტავროპოლში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 1921 წლიდან საქართველოშია და მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1923-1926 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეა. 1926-1928 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

1928 წლიდან მიწათმოქმედების სახალხო კომისარია, შემდეგ „საქჩაის“ ტრესტის მმართველი, ხოლო 1936-1937 წლებში - კვების მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება