ალექსანდრე ელიოზაშვილი
ალექსანდრე ელიოზაშვილი (გ. 1883) — ქართველი პოლიტიკური აქტივისტი, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე, განათლებით აგრონომი.
1870-იან წლებში, შვეიცარიაში სწავლის დროს, ქართველი ახალგაზრდობის რევოლუციური საზოგადოების „უღლის“ წევრი იყო. იცავდა რუსეთის რევოლუციაში ქართველების მონაწილეობის იდეას, წინააღმდეგი იყო რუსეთისაგან კავკასიის გამოყოფისა. 1880-იანი დამდეგს აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ნაროდოვოლელთა წრის საქმიანობაში, რისთვისაც დააპატიმრეს. თავდებით დროებით გაათავისუფლეს. გამოძიების დასრულების შემდეგ მიუსაჯეს რუსეთის ერთ-ერთ შორეულ გუბერნიაში გადასახლება, მაგრამ როდესაც, 1883 წლის დეკემბერში, ჟანდარმებმა გადასახლებაში გადასაგზავნად მიაკითხეს, თავი მოიკლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახევარი), თბ., 1967.
- შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
- შველიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 646.