ალექსანდრე ედიბერიძე (ინჟინერი)

ალექსანდრე გიორგის ძე ედიბერიძე (დ. 13 მარტი, 1937, თბილისი, — გ. 2019) — ქართველი ინჟინერი გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2003).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1962). 1965 წლიდან მუშაობდა ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1986 წლიდან — საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე; იმავდროულად, ხელმძღვანელობდა ბიზნესის ხელშემწყობ საკონსულტაციო-ანალიტიკურ სასწავლო ცენტრს. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მათემატიკური მოდელირების, ალგორითმული ენებისა და პროგრამირების დამუშავებას საქართველოში.

ლიტერატურა

რედაქტირება