ალექსანდრე ედიბერიძე (ექიმი)

ალექსანდრე იოსების ძე ედიბერიძე (დ. 8 აგვისტო, 1898, თბილისი, — გ. 18 მაისი, 1985, იქვე) — ქართველი ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედივინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1943), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (1924). 1929–1933 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ფაკულტეტის თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრებს, 1935–1974 წლებში — თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრებს. 1974 წლიდან იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირისახის თანდაყოლილი ანომალიების კლინიკური ასპექტები და მკურნალობა, საქართველოში დანერგა პირისახის აღდგენითი ოპერაციები, შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე („ქირურგიული სტომატოლოგია“, 1966). 1932–1974 წლებში იყო საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, 1974 წლიდან — საპატიო თავმჯდომარე, 1968 წლიდან — სსრკ სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • პირისახის აღდგენითი ქირურგია, თბ., 1968.
  • ქირურგიული სტომატოლოგია და პირისახის აღდგენითი ოპერაციები, თბ., 1973.

ლიტერატურა

რედაქტირება