ალექსანდრე დანიბეგაშვილი

ალექსანდრე იაკობის ძე დანიბეგაშვილი (დანიბეგოვი) (დ. 1820-იანი წლები — გ. 1890-იანი წლები) — ქართველი აზნაური, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1882).

სამხედრო სამსახურში იყო 1841 წლიდან. ირიცხებოდა კავკასიის არმიაში. 1862 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, 1871 წელს — გენერალ-მაიორის წოდება. 1874–1878 წლებში იყო თერგის კაზაკთა ჯარის მე-2 სამხედრო განყოფილების ატამანი. კაზაკთა ჯარის სხვადასხვა ბრიგადის მეთაური. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-თურქეთის ომებში (1877–1878). დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“.

ლიტერატურა

რედაქტირება