ალექსანდრე ბლოკის სახლ-მუზეუმი

ალექსანდრე ბლოკის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-квартира А. А. Блока) — მუზეუმი სანქტ-პეტერბურგში. სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.

ალექსანდრე ბლოკის სახლ-მუზეუმი

სახლი, სადაც მდებარეობს სახლ-მუზეუმი
59°55′25″ ჩ. გ. 30°16′55″ ა. გ. / 59.92361° ჩ. გ. 30.28194° ა. გ. / 59.92361; 30.28194
დაარსდა 28 ნოემბერი, 1980
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810029000
ოფიციალური საიტი http://www.spbmuseum.ru/themuseum/museum_complex/blok_museum/
Map

მუზეუმი გაიხსნა 1980 წლის 28 ნოემბერს იმ სახლში, სადაც რუსი პოეტი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბლოკი ცხოვრობდა 9 წელი 1912 წლიდან გარდაცვალებამდე, 1921 წლის აგვისტომდე. მისი გარდაცვალების შემდეგ პოეტის ბიბლიოთეკა, არქივი და პირადი ნივთების კოლექცია შეინახა მისმა ცოლმა ლიუბოვ ბლოკმა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის რუსული ლიტერატურის ინსტიტუტს (პუშკინის სახლი), სადაც დროდადრო ახდენდნენ მის გამოფენას 1960-1970-იან წლებში.

მუზეუმი შედგება ორი ნაწილისაგან: მემორიალური ბინა მეოთხე სართულზე, რომელიც შექმნილია უნიკალური ავთენტური ნივთებით და აღჭურვილობით, რომელიც ეკუთვნოდა პოეტს. მეორე ნაწილი მდებარეობს მეორე სართულზე და მოგვითხრობს პოეტის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე.

ოფიცერთა სახლში (ამჟამად დეკაბრისტების ქუჩა 57) ალექსანდრე ბლოკი ცხოვრობდა და ეკავა ორი ბინა 1912 წლის 24 ივნისიდან გარდაცვალებამდე. 1980 წელს პოეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნულ ოთახებში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი. მუზეუმში დამთვალიერებლებისათვის გახსნილია სამი გამოფენა - მემორიალური (ბინა № 21), ლიტერატურული (ბინა № 23) და ექსპოზიცია „ბლოკი და მისი გარემოცვა“, რომლის გახსნა შედგა 2008 წელს № 21 ბინაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება