ალექსანდრე ბენდიანიშვილი

ალექსანდრე ბენდიანიშვილი (დ. 1926 — გ. 2010) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დისერტაცია დაიცვა 1968 წელს.

დაიბადა 1926 წელს ონის რაიონში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ისტორიის კათედრის გამგედ, განყოფილების გამგედ, ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 13 წიგნი, 50 სამეცნიერო სტატია, საგაზეთო წერილები.

  • საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თბილისი, მემატიანე, 2001
  • საქართველოს ისტორია 1801 - 1921 წწ., თბილისი, განათლება, 1999 ISBN 99928-24-85-9
  • გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989
  • საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში 1875 - 1917 წლებში, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985
  • ეროვნული საკითხი საქართველოში 1801 - 1922წწ., თბილისი, მეცნიერება, 1980
  • სოციალისტური რევოლუციის წანამძღვრები საქართველოში, თბილისი, მეცნიერება, 1971
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.V, VI, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1970
  • აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890 - 1917 წწ., თბილისი, მეცნიერება, 1965
  • თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1875 - 1917 წწ., თბილისი, მეცნიერება, 1960

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება