ალექსანდრე ამაშუკელი

ალექსანდრე ჯავახის ძე ამაშუკელი (დ. 1875, სოფ. ამაშუკეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, — გ. 1938) — ქართველი ოფიცერი. მსახურობდა რუსეთის იმპერიის, საქართველოს და აზერბაიჯანის არმიებში.

1909 წლისთვის — გრენადერთა მე-14 ქართული პოლკის პორუჩიკი, I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს იყო მე-15 ფინური მსროლელი პოლკის შტაბს-კაპიტანი. 1914 სექტემბერში დაიჭრა და გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. გათავისუფლების შემდეგ, 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში. თავი გამოიჩინა 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომში, სადაც კაპიტნის ჩინით მე-5 ქართული ქვეითი პოლკის ასეულს მეთაურობდა. 1919 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1919 წლის სექტემბრიდან მიწვეული იყო აზერბაიჯანის არმიაში. მსახურობდა ჯევანშირის პოლკში, შემდეგ გეოქჩაის მე-6 ქვეითი პოლკის მე-2 ბატალიონის უფროსად. 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ სამეურნეო სამუშაოებზე იყო საქართველოში. 1933 წელს თანამდებობრივი დანაშაულის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. 1938 წლის ივლისში დააპატიმრეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციისა და ჯაშუშობის ბრალდებით. 1938 წლის 10 ნოემბერს მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება