ალექსანდრე ადლერბერგი
ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (დ. 1818 — გ. 1888) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი, 1855 წლიდან გენერალ-ადიუტანტი. ალექსანდრე II-ის პირადი მრჩეველი და უახლოესი მეგობარი. აღიზარდა პაჟთა კორპუსში. მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. 1859 წლიდან წიგნის ბეჭდვითი კომიტეტის, 1860 წლიდან ცენზურის მთავარი სამმართველოს წევრი, ხოლო 1866 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი, შემდეგ სამხედრო სასამართლო დადგენილებათა პროექტების გადასინჯვების სახელმწიფო საბჭოსა და კომიტეტის წევრიც. 1870 წელს კარის მინისტრის პოსტზე მამამისი, ვლადიმერ თევდორეს ძე შეცვალა. მას მინისტრის პოსტი 1881 წლამდე ეკავა.
ლიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.