ალბეკეს ბრძოლა
ალბეკეს ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის 1805 წლის 11ოქტომბერს.
ალბეკეს ბრძოლა იყო მესამე კოალიციის და ნაპოლეონის ომების შემადგენელი ნაწილი. ბრძოლა გაიმართა გერმანიის სოფლებთან — ულმ-იუნგინგენთან და ალბეკესთან. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა ფრანგების 5 ათასი და ავსტრიის 35 ათასი ჯარისკაცი. მთელი დღის განმავლობაში ფრანგები აწყობდნენ თავდასხმების სერიას ავსტრიელებზე. მოწინააღმდეგეთა ბრძოლები მწვავედ მიმდინარეობდა სოფელ ალბეკეს დასავლეთით. ავსტრიელებმა ვერ შეძლეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება და კავალერიის ჩართვა ბრძოლაში. ფრანგებმა მცირე შენაერთებით მოახერხეს ავსტრიელების იზოლაცია, რამაც შემდგომში ხელი შეუშალა ავსტრიელების რეზერვის ბრძოლაში გამოყენებას. ავსტრიელები რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ალბეკეს ბრძოლაში დამარცხდნენ. მათი მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 5 100 ჯარისკაცი და 3 ათასი ტყვედ ჩავარდა. ფრანგებმა დაკარგეს 1000 ჯარისკაცი და რამდენიმე მძიმედ დაიჭრა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Napoleon Series
- Napoleon Miniatures Wargame Society დაარქივებული 2006-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Napoleon guide