ალანინი
ალანინი (შემოკლებით ALA ან A ) — α ამინომჟავა ქიმიური ფორმულით CH3CH(NH2)COOH. L იზომერი არის იმ 20 ამინომჟავათაგანი, რომელიც გენეტიკური კოდით კოდირდება. მისი კოდონებია GCU, GCC, GCA და GCG. კლასიფიცირდება, როგორც არაპოლარული ამინომჟავა. D ალანინი გვხვდება ბაქტერიული უჯრედების კედელსა და ზოგიერთ პეპტიდურ ანტიბიოტიკში.
სტრუქტურა
რედაქტირებაალანინის α ნახშირბადის ატომს უკავშირდება მეთილის ჯგუფი (-CH3). ალანინის მეთილის ჯგუფი არარეაქტიულია და ამიტომაც თითქმის არასდროს არ არის ჩართული ცილის ფუნქციონირებაში.
მიღების წყაროები
რედაქტირებადიეტური წყარო
რედაქტირებაალანინი არაესენციური ამინომჟავაა, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია მისი სინთეზი და არ არის აუცილებელი მისი მიღება საკვებით. ის აღმოჩენილია საკმაოდ ბევრ პროდუქტში, მაგრამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხორცში.
ალანინის წყაროებია
- ცხოველური წყარო: ხორცი,ზღვის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, ჟელატინი.
- მცენარეული წყარო : ლობიო, თხილი, ყავისფერი ბრინჯი, სიმინდი და ა.შ
ბიოსინთეზი
რედაქტირებაორგანიზმში ალანინი შეიძლება წარმოიქმნას პირუვატისგან და განშტოებულ ჯაჭვიანი ამინომჟავებიდან, როგორებიცაა ვალინი, ლეიცინი და იზოლეიცინი.
ალანინი უფრო ხშირად მიიღება პირუვატის რედუქციული ამინირებით.რადგან ტრანსამინირების რეაქცია ადვილად შექცევადია (პირუვატის უკან მიღება ადვილად ხდება), ამიტომ მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ მეტაბოლურ გზებთნ როგორიცაა გლიკოლიზი, გლუკონეოგენეზი და ლიმონმჟავას ციკლი. ის ასევე უკავშირდება ლაქტატს გლუკოზის წარმოქმნით — ალანინის ციკლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- "Nomenclature and symbolism for amino acids and peptides (IUPAC-IUB Recommendations 1983)", Pure Appl. Chem. 56 (5), 1984: 595–624, doi:10.1351/pac198456050595.
- Nelson, David L.; Cox, Michael M. (2005), Principles of Biochemistry (4th ed.), New York: W. H. Freeman, pp. 684–85, ISBN 0-7167-4339-6.