ალაბუღა (ყირგ. Алабуга) — მდინარე ყირგიზეთში. წარმოადგენს მდინარე ნარინის მარცხენა შენაკადს ყირგიზეთის ნარინის ოლქში. სათავეს იღებს ტორუგართ-თოოს ქედის ჩრდილოეთ და ჟამან-თოოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე.

ალაბუღა
Алабуга
ქვეყანა ყირგიზეთი
სიგრძე ≈180 კმ
აუზის ფართობი 5 880 კმ²
ალაბუღა — ყირგიზეთი
— სათავე, — შესართავი

მდინარის აუზი, დაახლოებით, 5 880 კმ²-ს შეადგენს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 3 290 მეტრს, წყლის საშუალო წლიური ჩამონადენი — 31 მ³-ს წამში, ხოლო საშუალო სპეციფიკური ჩამონადენი — 8,35 ლ/წმ × კმ²-ს.[1]

მდინარის გასწვრივ არსებული დასახლებებია: ქოშ-დობო, ჯერგეთალი და კონგორჩოქი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Hydrological Characteristics of Naryn River and its tributaries (in Russian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2016-01-02.