აკ-47

(გადამისამართდა გვერდიდან აკა 47)

აკ-47 (რუს. АК-47, შემოკლება სახელისა: Автомат Калашникова образца 1947 годаკალაშნიკოვის ავტომატი 1947 წლის მოდელისა) — წარმოადგენს საბჭოთა მოიერიშე შაშხანას, რომელიც წარმოებულია დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარამდე და მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. პლანეტის ყველა "ცხელ წერტილში" შესაძლებელია ინახოს კალაშნიკოვის ავტომატი. იარაღის საიმედოობა, ეს თვისება საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე ფასეულია, მაღალ დონეზეა. ეს არ არის გასაოცარი, რადგანაც იარაღის კონსტრუქცია და ტექნოლოგია იხვეწებოდა და ვითარდებოდა 1947 წლიდან.

ტიპი 2 AK-47, პირველი ვარიანტი ავტომატიზირებული მიმღებით

ცნობილია, რომ სსრკ-ში 1939 წლამდე მიმდინარეობდა მუშაობა ახალი, მცირე კალიბრის მქონე ვაზნების შესაქმნელად. შესაძლებელია, რომ მოიერიშე შაშხანა MP-44-ის გერმანიაში გამოჩენამ, რომელიც მოიხმარდა მოკლე 7.92 მილიმეტრიან ვაზნას, აიძულა საბჭოთა ინჟინრები შეეწყვიტათ მუშაობა ძველ გამოგონებებზე და შეექმნათ 7.62x39მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ამ ვაზნაზე შექმნილი პირველი იარაღი იყო სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი (самозарядный карабин Симонова СКС), მაგრამ კალაშნიკოვის კონსტრუქცია იყო მარტივი და იაფი. ამას გარდა, კალაშნიკოვმა ფაქტობრივად შექმნა მოიერიშე შაშხანა, მაშინ როდესაც СКС იყო კლასიკური კარაბინი, რომელიც ჩამოგავდა მოძველებულ შაშხანებს. აკ-47 კი, რომელიც მცირე ზომითა და სროლისას მოხერხებულობით გამოირჩეოდა საბჭოთა არმიას საშუალება მისცა მიეღო შეიარაღებაში ისეთი იარაღი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და ასრულებდა შაშხანის და ხელის ტყვიამფრქვევის ფუნქციებს. აკ-47 პირველ ნიმუშებს ჰქონდა დაბალი ხარისხის, დაბეჭდილი ლულის კოლოფი. ლულის კოლოფის დაბეჭვდის მეთოდის გასაუმჯობესებლად საბჭოთა ინჟინრებმა რამდენიმე წელი იშრომეს.

ტექნიკური მხარე

რედაქტირება

აკ-47-ს შეუძლია აწარმოოს გასროლა, როგორც ავტომატური, ისე ერთეული გასროლა.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები АК-74М

  • კალიბრი - მმ 5,45
  • ვაზნა - 5,45x39
  • პირდაპირი სროლის მანძილი, მ - 440
  • დამიზნებითი სროლის მანძილი, მ - 1000
  • სწრაფსროლა, გასროლა/წთ. - 650
  • საბრძოლო სწრაფსროლა, გასროლა/წთ.
    • ავტომატური - 100
    • ერთეულოვანი - 40
  • სავაზნე კოლოფის ტევადობა, ვაზნა - 30
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე, მ/წმ - 900
  • ლულის სიგრძე, მმ - 415
  • ლულის კუთხვილი ნაწილის სიგრძე, მმ - 372
  • ლულის გარანტირებული ცვეთამედეგობა, გასროლა - 10000
  • ავტომატის ზომები დანა-ხიშტის გარეშე, მმ
    • სრული სიგრძე, მმ - 943
    • დაკეცილის სიგრძე, მმ - 700
    • სიმაღლე სავაზნე კოლოფის გარეშე, მმ - 195
    • სიმაღლე სავაზნე კოლოფით, მმ - 264
    • სიგანე, მმ - 70
    • სიგანე დაკეცილი კონდახით, მმ - 98
  • ავტომატის მასა, კგ
    • ვაზნების გარეშე - 3,6
    • ვაზნებით - 3,9
  • ცარიელი სავაზნე კოლოფის მასა, კგ - 0,215

მოდიფიკაციები და მსგავსი ვარიანტები

რედაქტირება
  • AK-47 კალიბრი - 7.62x39 მმ
  • AKM კალიბრი - 7.62x39 მმ ("M-модернизированный" - მოდერნიზებული)
  • AKMС კალიბრი - 7.62x39 მმ ("M-модернизированный; С-складной " - მოდერნიზებული; დასაკეცი)
  • AK-74 კალიბრი - 5.45x39 მმ
  • AKС-74 კალიბრი - 5.45x39 მმ ("С-складной" - დასაკეცი)
  • АК-74Н კალიბრი - 5.45x39 მმ ("Н- ночной" - ღამის)
  • АК-74М კალიბრი - 5.45x39 მმ ("M-модернизированный" - მოდერნიზებული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აკ-47&oldid=4460237“-დან