აკა ლარენცია
აკა ლარენცია (ლათ. Acca Larentia) — ძველიტალიური ღვთაება. გვიანდელი მითების მიხედვით, იგი მწყემს ფაუსტულუსის ცოლია. ფაუსტულუსმა იპოვა გადაგდებული რემუსი და რომულუსი და აღსაზრდელად მიუყვანა თავის ცოლს აკა ლარენციას. გადმოგცემენ, რომ აკა ლარენციას თორმეტმა ვაჟმა არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნეს. აკა ლარენციას ზოგჯერ დეა დიასთანაც აიგივებენ.