ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აიუს ლოკუციუსი (ლათ. Aius Locutius) — რომაული ღვთაება. გადმოცემის თანახმად ერთ ღამეს, რომზე გალების თავდასხმამდე ერთი წლით ადრე, რომაელებს საიდუმლო ხმამ მტრის მოახლოვება აუწყა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და მიივიწყეს. ერთი წლის შემდეგ, რომს მართლაც შეესიენ გალები და მიწასთან გაასწორეს. როდესაც გალები წავიდნენ და რომაელებმა დანგრეული ქალაქის აღდგენა დაიწყეს, გაახსენდათ საიდუმლო ხმა, რომელმაც ეს უბედურება აუწყა და მათ კი არ მოუსმინეს. ამ დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, რომაელებმა საიდუმლო ხმას პალაცინუმის ბორცვზე ტაძარი აუგეს. ცოტა მოგვიანებით დამოუკიდებელ ღვთაებად აღიარეს და აიუს ლოკუციუსი უწოდეს (სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან aio და loquor — ვლაპარაკობ, ვამბობ).


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიუს_ლოკუციუსი“-დან