აისრიზენველტი (გერმ. Eisriesenwelt — „გიგანტური ყინულოვანი სამყარო“) — ყინულოვანი მღვიმე ავსტრიაში, ზალცბურგის მხარეში, ადგილ ვერფენის სიახლოვეს. მდებარეობს ტენენის ქედზე, ზღვის დონიდან 1656 მ სიმაღლეზე. მღვიმის საერთო სიგრძეა 42 კმ, სიღრმე 407 მ. გამომუშავებულია კირქვებში. ძველთაგანვე იყო ცნობილი მონადირეებისთვის, თუმცა ფაქტობრივად აღმოჩენილი იქნა 1879 წელს ნატურალისტის ანტონ პოსელტის მიერ, რომელმაც შეისწავლა მღვიმის პირველი 200 მეტრიანი მონაკვეთი. 1912 წლიდან დაწყებული მღვიმე შედარებით სრულად იქნა აღწერილი სპელეოლოგის ალექსანდერ ფონ მერკის მიერ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, კერძოდ, 1914 წელს დაიღუპა და მისი ნეშტი მოათავსეს აისრიზენველტის ერთ-ერთ ნიშში. დღეს აისრიზენველტი დასვენების პოპულარული ადგილია. განათებულია კარბიდის ნათურებითა და მაგნიუმის ჩირაღდნებით.

აისრიზენველტი
Eisriesenwelt
აისრიზენველტი
აისრიზენველტი
კოორდინატები: 47°30′11″ ჩ. გ. 13°11′25″ ა. გ. / 47.50306° ჩ. გ. 13.19028° ა. გ. / 47.50306; 13.19028
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ტერიტორიული ერთეული ზალცბურგის მხარე
აბსოლუტური სიმაღლე 1656 მ
სიგრძე 42000 მ
სიღრმე 407 მ
აღმოჩენის წელი 1879
განათება კარბიდის ნათურები
მაგნიუმის ჩირაღდნები
ტიპი ყინულოვანი მღვიმე
ამგებელი ქანები კირქვა
საიტი *ოფიციალური საიტი
აისრიზენველტი — ავსტრია
აისრიზენველტი

1920 წელს გაიმართა პირველი ექსკურსიები. მნახველებისთვის ღიაა ჩვეულებრივ, 1 მაისიდან 26 ოქტომბრამდე. ზვავური საშიშროების გამო ზამთარში მღვიმე დაკეტილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება