აილტონი
აილტონ გონსალვეს და სილვა (პორტ. Aílton Gonçalves da Silva; დ. 19 ივლისი, 1973, მოჟეირუ, პარაიბა) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.
აილტონი 2007 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | აილტონ გონსალვეს და სილვა | ||
დაბადების თარიღი | 19 ივლისი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | მოჟეირუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჰასია ბინგენი | ||
ნომერი | 32 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993–1994 | იპირანგა | 12 | (2) |
1994–1995 | ინტერნასიონალი | 21 | (4) |
1994–1995 | → მოჟი-მირინი | 28 | (8) |
1995–1996 | სანტა-კრუზი | 21 | (7) |
1996–1997 | გუარანი | 43 | (20) |
1997–1998 | ტიგრესი | 23 | (5) |
1998–2004 | ვერდერი | 169 | (88) |
2004–2005 | შალკე 04 | 29 | (14) |
2005–2006 | ბეშიქთაში | 14 | (5) |
2006 | → ჰამბურგი | 13 | (3) |
2006–2007 | ცრვენა ზვეზდა | 13 | (4) |
2007 | → გრასჰოპერი | 13 | (8) |
2007–2008 | დუისბურგი | 7 | (1) |
2008 | მეტალურგი | 2 | (1) |
2008–2009 | ალტახი | 12 | (7) |
2009 | კამპინენსე | 1 | (1) |
2009 | ჩუნცინ ლიფანი | 5 | (0) |
2010 | იურდინგენი 05 | 13 | (4) |
2010–2011 | ობერნოილანდი | 12 | (3) |
2011 | რიო ბრანკო | 4 | (1) |
2012–2013 | ჰასია ბინგენი | 21 | (19) |
სულ | 476 | (205) | |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერა ბრაზილიაში დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ასპარეზობდა ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბებში, მათ შორის იყო „იპირანგა“, „ინტერნასიონალი“, „მოჟი-მირინი“, „სანტა-კრუზი“ და სხვა; აგრეთვე 1 წელი თამაშობდა მექსიკის კლუბ „ტიგრესში“.
კარიერის საუკეთესო პერიოდი ბრემენის „ვერდერში“ გაატარა, სადაც 169 ჩატარებულ მატჩში 88 ბურთის გატანა მოახერხა. 2004 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პირველი უცხოელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოიპოვა გერმანიის წლის ფეხბურთელის ტიტული. ამავე წელს „ვერდერთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.
მიუხედავად კარგი საკლუბო კარიერისა, აილტონს ბრაზილიის ეროვნულ და ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებში არასოდეს არ უთამაშია. დაქორწინებულია; ჰყავს 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აილტონი — ინფორმაცია დაარქივებული 2008-04-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- აილტონი — ინფორმაცია (ინგლისური)
- აილტონი — ინფორმაცია (გერმანული)