აილარ ჰაგიაზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი სტუდენტი, რომელიც სწავლობდა თავრიზის უნივერსიტეტში. მისი სიცოცხლე შეწყდა 2022 წელს თავრიზში საპროტესტო აქციის დროს, როდესაც ის მოკლეს, სავარაუდოდ, ირანის უსაფრთხოების ძალებმა. მიუხედავად ირანელი ოფიციალური პირებისა და მედიის მტკიცებისა, რომ მან თავი მოიკლა, მტკიცებულებები მიუთითებს შესაძლო მკვლელობაზე. აილარის ოჯახზე არა მხოლოდ ზეწოლას ახდენდნენ თვითმკვლელობის თეორიის მიღებაზე, არამედ მოკლებული ჰქონდათ დაკრძალვის გამართვის შესაძლებლობა მალეკანში, გოგონას მშობლიურ ქალაქში, რომლის ცხედარი ოჯახს ორი დღის განმავლობაში არ გადასცეს.

აილარ ჰაგი
აზერ. Aylar Həqqi
დაბადების თარიღი 1999
დაბადების ადგილი Malekan
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 2022(2022-11-16)
გარდაცვალების ადგილი თავრიზი
დასაფლავებულია Vadi-e Rahmat
საქმიანობა medical student
მოქალაქეობა  ირანი
ალმა-მატერი Islamic Azad University of Tabriz

აილარ ჰაგის დაკრძალვა და 40-დღიანი გლოვის ცერემონიები ვადი-ე რაჰმატის სასაფლაოზე მოქალაქეების მონაწილეობით გაიმართა. მონაწილეები სკანდირებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ლოზუნგებს, როგორიცაა: „ჩვენ ყველანი აილარები ვართ, ბრძოლა გრძელდება“, „თავისუფლება, სამართლიანობა, ეროვნული ხელისუფლება“, „აზერბაიჯანს არ ჩაეძინა, აილარის სისხლი არ დაშრა“. ორივე ცერემონია უსაფრთხოების ძალებმა დაარბიეს, სცემეს და ხალხი დააკავეს.

აილარ ჰაგის მკვლელობის შემდეგ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონში საპროტესტო აქციები გააქტიურდა. საპროტესტო აქციები გაიმართა თავრიზში, ბენაბში, მალეკანიში, არდებილში და თავრიზის უნივერსიტეტში, სადაც აილარი სწავლობდა. ამ აქციის ბევრი მონაწილე დააკავეს.

2022 წლის 28 ნოემბერს, გოგნებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ფლეშმობი გამართეს სამხრეთ აზერბაიჯანელი დაღუპული გოგონების ჰადით ნაჯაფის, ასრა პანაჰისა და აილარ ჰაგის ხსოვნისადმი, ასევე ირანში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლების მხარდასაჭერად.

ინფორმაცია

რედაქტირება

აილარ ჰაგი დაიბადა 1999 წელს ქალაქ მალეკანში.[1][2] ის წარმოშობით აზერბაიჯანელია.[1] მოგვიანებით იგი ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ თავრიზში. იყო თავრიზის თავისუფალი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.[3]

მკვლელობა

რედაქტირება

აილარ ჰაგი შეუერთდა მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას 2022 წლის 16 ნოემბერს თავრიზში, ირანის საპროტესტო აქციების ფარგლებში.[4] სამთავრობო ძალებმა აქციის დარბევა დაიწყეს მონაწილეების მიმართ ძალადობის გამოყენებით. პოლიციის ჩარევის შემდეგ ჰაგიმ თავი შეაფარა ერთ-ერთ შენობას ძალადობისგან თავის დასაღწევად.[5][6] რამდენიმე ოფიციალური პირი, რომელიც მას მიჰყვებოდა, შენობაში შეყვა, აილარს თავში ესროლეს და მოკლეს.[7][8][9][10][11][12] მკვლელობის კვალის დასაფარად მისი ცხედარი მრავალსართულიანი შენობიდან გადააგდეს.[10][13][14][15][16] შემდეგ უსაფრთხოების აგენტებმა ზეწოლა მოახდინეს აილარის ოჯახზე და აიძულებდნენ ეთქვათ რომ, იგი სახურავიდან გადავარდა თვითმკვლელობის მიზნით. როდესაც ოჯახმა უარი თქვა ამ შეთავაზებაზე, მისი მამა რეჯებ ჰაგი დააკავეს უსაფრთხოების ძალებმა.[4][10] სამთავრობო ძალებმა აილარის ცხედარი 2 დღის განმავლობაში არ გადასცეს ოჯახს მათზე ზეწოლის მიზნით.[4]

ირანის რეჟიმთან დაახლოვებულმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო კადრები, რომლებიც გადაღებულია შენობის უსაფრთხოების კამერიდან და ამტკიცებდნენ, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეცემა აილარ ჰაგი მანქანიდან გადმოსვლისას და კვდება.[13] თუმცა, ვიდეოში ჩანს მხოლოდ ქალი გადმოდის მანქანიდან და მისი ვინაობა გაურკვეველია.[17][18]

2022 წლის ირანის საპროტესტო აქციების დროს, ირანის მთავრობამ მომიტინგეების დაღუპვა სხვადასხვა „უბედურ შემთხვევას“ მიაწერა.[19] ძალიან ხშირად ისინი აცხადებდნენ, რომ ადამიანი გარდაიცვალა „სიმაღლიდან დაცემის“, „თვითმკვლელობის“, „გულის პრობლემების“ და „არეულობის დროს შეტევის შედეგად“. მთავრობამ გამოაცხადა, რომ მეჰსა ამინი, რომლის სიკვდილმაც გამოიწვია პროტესტი, გარდაიცვალა გულის დაავადებით.[17]

დაკრძალვა

რედაქტირება

მას შემდეგ რაც გოგონას ცხედარი ოჯახს გადასცეს, ახლობლებმა მისი მშობლიურ ქალაქში დაკრძალვის ნებართვა არ მიიღეს.[20] შემდეგ ზეწოლა განხორციელდა აილარ ჰაგის მამაზე, რეჯებ ჰაგიზე, რათა დაკრძალვა მშვიდად და უხმაუროდ, საზოგადოების ჩარევის გარეშე ჩატარებულიყო.[5][20] მიუხედავად ამისა, ეს ამბავი საყოველთაოდ ცნობილი გახდა[5] და დაკრძალვის ცერემონიას მრავალი მოქალაქე შეუერთდა. დაკრძალვა შედგა 2022 წლის 18 ნოემბერს, ტარიზის ვადი-ე რაჰმატის სასაფლაოზე.[17] დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეებმა გააკრიტიკეს ირანის მთავრობა[17][21][22] სკანდირებდნენ ლოზუნგებით: „ჩვენ ყველანი აილარები ვართ, ბრძოლა გრძელდება“[23][24] „თავისუფლება, სამართლიანობა, ეროვნული მთავრობა“[17] „აზერბაიჯანელი ხალხი ვერ აიტანს ამ დამცირებას.“[8] უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ სასაფლაოზე შეკრებილ მოქალაქეებს და გააძევეს ისინი ტერიტორიიდან,[17][25][26] დააკავეს რამდენიმე ადამიანი.[27] გარდა ამისა, შამსი აბასალიზადე, თავრიზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, ჩამოაშორეს სამუშაოს აილარ ჰაგის დაკრძალვაში მონაწილეობის გამო.[28]

2022 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ცერემონია აილარ ჰაგის გარდაცვალებიდან 40-ე დღის აღსანიშნავად.[29][30] აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მთავრობა და სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ ყველანი აილარები ვართ, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის“, „აზერბაიჯანს არ სძინავს, აილარის სისხლი არ დაშრება“, „ხამენეი მკვლელია, მთავრობა — უღირსია“, „სიკვდილი დიქტატორს“.[31][32] ცერემონიაზე ასევე ისაუბრა აილარ ჰაგის მამამ. დაკრძალვის ცერემონიაში უსაფრთხოების ძალები ჩაერივნენ. შედეგად, მოხდა კონფლიქტი ცერემონიის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ ხალხს და ხელკეტებით სცემეს. აილარ ჰაგის მშობლები და რამდენიმე სხვა პირი დააკავეს.

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონში აილარ ჰაგის მკვლელობის შემდეგ პროტესტი უფრო ინტენსიური გახდა.[33][34] სხვადასხვა საპროტესტო აქციები და ღონისძიებები გაიმართა თავრიზში, ბინაბსა და აილარ ჰაგის მშობლიურ ქალაქში.[34][35] ამ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს მრავალი აზერბაიჯანელი აქტივისტი.[34][35] თავრიზის თავისუფალი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ასევე გამართეს აქცია უნივერსიტეტში ირანის მთავრობის მიერ აილარ ჰაგის მკვლელობის გასაპროტესტებლად.[36][37][38][39]

2022 წლის 28 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებმა ახალგაზრდა გოგონებმა გამართეს ფლეშმობი ირანში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა ხსოვნისადმი, ასევე მოკლული აზერბაიჯანელი გოგონების ჰადით ნაჯაფის, ესრა პანაჰისა და აილარ ჰაგის ხსოვნისადმი.[40][41][42][43] ფლეშმობის დასასრულს აჩვენეს აილარ ჰაგის და სხვა მოკლული აზერბაიჯანელების ფოტოები და წარწერა „ჩვენ ვიცით, ჩვენ შენთან ვართ“.[44]

2023 წლის 20 თებერვალს თავრიზის ქუჩებში კედლებზე გამოჩნდა წარწერები: „აილარ ჰაგი“, „თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ჩვენი ლოზუნგები კედლებიდან, მაგრამ არა სისხლის კვალი“, „სიკვდილი ხამენეის“, „სიკვდილი დიქტატორს“.[45][46]

  1. 1.0 1.1 Ciddi, Behzad; Cavanşir, Lalə; Cabbarlı, Ramin; Bozkurt, Türkan. Iran: Updates on the Human Rights Report on the Azerbaijani Turks in Iran (en). etekyazi.com, გვ. 11.  დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine.
  2. آیلار حقی، دختر جوان و شجاع تبریزی از نسل ستارخان (2023-09-27). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  3. جان باختگان اعتراض‌های ایران؛ آیلار حقی «جنبش زن زندگی آزادی را یک انقلاب شهروندی می‌دید» fa (2023-09-07). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  4. 4.0 4.1 4.2 Ciddi, Behzad; Cavanşir, Lalə; Cabbarlı, Ramin; Bozkurt, Türkan. Iran: Updates on the Human Rights Report on the Azerbaijani Turks in Iran (en). etekyazi.com, გვ. 14.  დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 5.2 Təbrizdə öyrənci fəal Aylar Həqqi məmurlar tərəfindən öldürülüb (2022-11-17). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  6. ۶۴مین روز قیام ایران – بزرگداشت جانباختگان قیام. ციტირების თარიღი: 2023-12-28
  7. Халип, Ирина. (2266-09-17) Волосы. Три покушения, изгнание, 10 миллионов подписчиков и «Тайная свобода» — история Масих Алинеджад, одной из лидеров иранских протестов. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  8. 8.0 8.1 Avraham, Rachel. (2022-11-30) The Iran Protests and the Azerbaijani Community | Frontpage Mag en-US. ციტირების თარიღი: 2023-12-27
  9. Təbrizdə gənc Aylar Həqqi öldürüldü az (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-27
  10. 10.0 10.1 10.2 حمله نیروهای امنیتی به مراسم خاکسپاری آیلار حقی در تبریز؛ پلیس علت مرگ او را هم سقوط از بلندی اعلام کرد - BBC News فارسی (2022-11-18). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  11. فردا, رادیو (2022-11-18). „آیلار حقی با «شلیک مستقیم به پشت سرش توسط نیروهای حکومتی» کشته شد“. رادیو فردا (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-18. ციტირების თარიღი: 2023-12-28.
  12. Dehkordi, Maryam. (2023-02-24) “They Shot Me, Sister:” The Women Victims Of Iran Protest Crackdown. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  13. 13.0 13.1 Qatilə çevrilən Tehran hakimiyyəti: Arzuları gözündə qalan gənc Ayların ölümü - ŞƏRH + FOTO az (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  14. خشم از کشتن کیان پیرفلک؛ معترضان «خانه خمینی» را آتش زدند - BBC Persian fa-IR. ციტირების თარიღი: 2023-12-28
  15. Day 63 of Iran uprising, medical student Aylar Haghi killed en-US (2022-11-17). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  16. Cole, Brendan. (2022-11-18) Who Is Aylar Haghi? Medical student killed during protests in Iran en. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 Təbrizdə keçirilən etirazlarda tibb fakültəsinin tələbəsi Aylar Həqqi öldürülüb az (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-27
  18. آیلار حقی؛ بازداشت پدری که روایت رسمی حاکمیت را زیر سوال برد (2023-01-07). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  19. Eikdar, Solmaz. (2022-12-28) “Justice Impossible” For Iranian Medical Student Killed In Protest Crackdown. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  20. 20.0 20.1 Ciddi, Behzad; Cavanşir, Lalə; Cabbarlı, Ramin; Bozkurt, Türkan. Iran: Updates on the Human Rights Report on the Azerbaijani Turks in Iran (en). etekyazi.com, გვ. 12.  დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine.
  21. Təbrizdə tələbə qızın dəfni etiraz aksiyasına çevirildi (2022-11-18). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  22. France-Presse, Agence (2022-11-18). „Iranian protesters chant anti-regime slogans at boy’s funeral“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-19. ციტირების თარიღი: 2023-12-29.
  23. آیلار حقی به‌خاک سپرده شد؛ دختری «پرانرژی و سرشار از شور زندگی» بود fa (2022-11-18). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  24. Mahsa Amini gösterilerinde ölen genç kadınının cenazesinde protesto: 'Kahrolsun diktatör’ tr-TR (2022-11-18). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  25. Iran protests: Social media videos show flames at home of late leader Khomeini (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  26. Government Forces Attack Iranian Mourners In Tabriz en (2023-12-29). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  27. Məlikoğlu, Hamid. (2022-12-31) Aylar Həqqinin qırx mərasimində həbs edilən daha bir məhbusun şəxsiyyəti müəyyən edilib az. ციტირების თარიღი: 2023-12-28
  28. Ciddi, Behzad; Cavanşir, Lalə; Cabbarlı, Ramin; Bozkurt, Türkan. Iran: Updates on the Human Rights Report on the Azerbaijani Turks in Iran (en). etekyazi.com, გვ. 67.  დაარქივებული 2023-06-11 საიტზე Wayback Machine.
  29. برپا شدن آیین چهلم آیلار حقی با حضور مردم؛ پدرش صداوسیما را مسوول تحریف موضوع قتل او خواند fa (2023-12-28). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  30. Aylar Haghi, a brave girl gave her life for freedom en-US (2023-09-27). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  31. برپا شدن آیین چهلم آیلار حقی با حضور مردم؛ پدرش صداوسیما را مسوول تحریف موضوع قتل او خواند fa (2023-12-28). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  32. Aylar Haghi, a brave girl gave her life for freedom en-US (2023-09-27). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  33. Şərqi Azərbaycan vilayətinin Məlikkəndi və Binab şəhərlərində onlarla vətəndaş həbs edilib az (2022-11-23). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  34. 34.0 34.1 34.2 İran təhlükəsizlik qüvvələri Təbrizdə vətəndaşları həbs etməyə davam edir az (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  35. 35.0 35.1 Etirazlarda Məlikkəndidə həbs edilən şəxsin taleyindən xəbər yoxdur az (2022-12-25). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  36. Güney Azərbaycanda Aylar Həqqinin anım mərasiminin keçirilməsinə icazə verilməyib az (2022-12-09). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  37. İsmayılov, Sədrəddin. (2022-11-19) Təbriz Universitetinin tələbələri Aylar Həqqinin qətlinə etiraz olaraq aksiya keçirib. ციტირების თარიღი: 2023-12-28
  38. Təbriz Universitetinin tələbələri Aylar Həqqinin qətlinə etiraz olaraq aksiya keçirib - VİDEO (2022-11-19). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  39. В Южном Азербайджане не разрешили провести церемонию поминовения Айлар Хагги ru (2022-12-09). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  40. Bakıda gənc qızlar Güney Azərbaycandakı etirazçılara dəstək fləşmobu keçirib az. ციტირების თარიღი: 2023-12-28
  41. Bakıda gənc qızlar Güney Azərbaycandakı etirazçılara dəstək fləşmobu keçirib az (2022-11-28). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  42. Young women in Baku hold flash mob in support of South Azerbaijan protests en (2022-11-28). ციტირების თარიღი: 2023-12-29
  43. В Баку молодые девушки провели флешмоб в поддержку протестующих в Южном Азербайджане (Видео) ru. ციტირების თარიღი: 2023-12-29
  44. Azərbaycanda qadınlar İrandakı etirazlara dəstək fləşmobu keçirib az (2022-11-28). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  45. Təbriz divarlarında ETİRAZ ŞÜARLARI – FOTO az (2023-02-21). ციტირების თარიღი: 2023-12-28
  46. Təbrizdə divarlara etiraz şüarları yazılıb az. ციტირების თარიღი: 2023-12-28