აიზეკ მერიონი (დ. 30 დეკემბერი, 1981) — ამერიკელი მწერალი. ცნობილია „ზომბების სასიყვარულო რომანით“ თბილი სხეულები და მისი სერიებით.[4]

აიზეკ მერიონი
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1981(1981-12-30)[1] [2] (42 წლის)
დაბადების ადგილი სიეტლი[2]
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი[3] და მუსიკალური ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[3]
ჟანრი სასიყვარულო რომანი
საიტი isaacmarion.com

ბიოგრაფია რედაქტირება

აიზეკ მერიონი დაიბადა 1981 წლის 30 დეკემბერს, სიეტლის მახლობლად და ძირითადად ქალაქში ან მის გარეუბნებში ბინადრობდა. ცხოვრობდა ქალაქ პორტლენდშიც.[5] წერა სკოლის ასაკში დაიწყო[6] და რომანის „თბილი სხეულები“ გამოქვეყნებამდე სამი რომანი თავად დაბეჭდა.[7] გარდა მწერლობისა, მერიონი მხატვარი და ფოტოგრაფიცაა.[8][9] თავის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ „კოლეჯს გამოცდილების მიღების მიზნით დაანება თავი“.[10]

კარიერა რედაქტირება

რომანის „თბილი სხეულები“ გამოქვეყნებამდე მერიონმა სამი რომანი თავად დაბეჭდა.[11] თბილი სხეულები 2010 წლის 14 ოქტომბერს დაიბეჭდა.[12] რომანი ისეთმა მედიასაშუალებებმა შეაფასეს, როგორებიცაა: The Guardian,[13] The Seattle Times[14] და Paste[15], ასევე ავტორებმა: ოდრი ნიფენეგერმა და სტეფანი მეიერმა.[16] რომანზე უფლებები Summit Entertainment-მა შეიძინა[17] და ჯონათან ლევინის ხელმძღვანელობით იმავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო, რომელშიც ნიკოლას ჰოლტი, ტერეზა პალმერი და ჯონ მალკოვიჩი მონაწილეობენ. ფილმი კინოეკრანებზე 2013 წლის 1 თებერვალს გამოვიდა[18] და საერთაშორისო ბაზარზე 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

მუსიკა რედაქტირება

გარდა რომანების წერისა, მუსიკასაც წერს. 2007 წელს გამოსცა სოლო ალბომი „მკვდარი ბაშვები“, რომელსაც ავტორი „თბილი სხეულები“-ს თანამგზავრ ნაწილად მიიჩნევს.[19] გიტარისტ ჯარედ მაკშერისთან ერთად უკრავდა ელექტრონულ-ინდი-როკ დუეტში სახელწოდებით The Tallest Building in the World. წყვილმა ერთადერთი კონცეპტუალური ალბომი Look Down 2005 წელს გამოუშვა.[20]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. 2.0 2.1 2.2 NooSFere — 1999.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Damian, Lisa (May 2, 2011). „Book Review: Warm Bodies by Isaac Marion“. seattlepi.com. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  5. Tom Keogh,"Isaac Marion's 'Warm Bodies,' in theaters this Friday, is a portrait of zombie/human love," The Seattle Times, January 28, 2013.]
  6. Tom Keogh, "Isaac Marion’s ‘Warm Bodies,’ in theaters this Friday, is a portrait of zombie/human love," The Seattle Times, 28 January 2013.
  7. Gary Wolcott, "'Warm Bodies': From short story to movie," Tri-City Herald, 24 January 2013.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2020.
  8. Isaac Marion'S Nood Pix. Isaacmarion.tumblr.com (September 26, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-27. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  9. we love blurry pictures. Burningbuilding.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  10. Simon & Schuster, Authors: Isaac Marion. (Access date 3-12-13)
  11. About | Warm Bodies: A Novel by Isaac Marion. Isaacmarion.com (January 23, 2013). ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  12. Warm Bodies (Warm Bodies #1) by Isaac Marion – Reviews, Discussion, Bookclubs, Lists. Goodreads.com. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  13. Catherine Taylor (October 30, 2010). „Catherine Taylor's first novel choice – review | Books“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  14. Shawl, Nisi. (May 5, 2011) Books | 'Warm Bodies': Isaac Marion's novel of zombie love | Seattle Times Newspaper. Seattletimes.com. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  15. at on April 26, 2011, by Josh Jackson. (April 26, 2011) Warm Bodies by Isaac Marion :: Books :: Reviews :: Paste. Pastemagazine.com. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  16. Warm Bodies | Warm Bodies: A Novel by Isaac Marion. Isaacmarion.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-08. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  17. Kit, Borys (March 2, 2011). „UK actor Nicholas Hoult starring in zombie romance | Reuters“. Uk.reuters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  18. Boone A.. (November 1, 2007) Dead Children | Isaac Marion's Moon Colony. Isaac Marion. ციტირების თარიღი: 2013-03-02.
  19. Boone A.. (September 11, 2005) Look Down | The Tallest Building in the World. Isaac Marion. ციტირების თარიღი: 2015-06-02.