აიან ბაბაკაშიევა (აზერ. Ayan Babakişiyeva; დ. 12 აპრილი, 1989, განჯა, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მომღერალი და მსახიობი.

აიან ბაბაკიშიევა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1989(1989-04-12) (35 წლის)
დაბ. ადგილი განჯა

ადრეული წლები

რედაქტირება

აიან ბაბაკიშიევა დაიბადა მთის ებრაელების ოჯახში.[1] დაიბადა 1989 წელს განჯაში, აზერბაიჯანის სსრ-ში. აიანს ჰყავს ერთი ძმა.[2]

აიანმა ადრეული ასაკიდან ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. მალევე იგი ჩაირიცხა მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს შესასწავლად. აიანმა მშობლიურ ქალაქ [[[განჯა]]ში ჯალალ ფაშაიეს სახელობის N39 საშუალო სკოლა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში იყო სოლისტი როგორც სკოლის გუნდში, ასევე მუსიკალური სკოლის გუნდში. ამის წყალობით ბავშვობის პერიოდშივე მოუწია არაერთ კონკურსზე გასვლა.

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

ბაბაკიშიევა პოპ ჟანრის მომღერალია. მისი მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. როდესაც ელჩინ იმანოვთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Senin Xatirine“. 2008 წლის ნოემბერში გამოუშვა პირველი EP, „Yağış“ (წვიმა). სიმღერამ აზერბაიჯანში დიდი პოპულარობა მოუტანა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა აზერბაიჯანის მუსიკალურ რადიო ჩარტებში. ასეთი წარამტების შედეგად 2009 წელს ბაქოს კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაჯილოდებული იქნა „წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერლის“ ჯილდოთი. მან გამოუშვა კამალადინ ჰეიდაროვის სიმღერის „Nigaranam“, ჯუჰურენოვანი ვერსია. ტექსტი დიმიტრი რახანაევმა თარგმნა. ამ ყველაფრით ბაბაკიშიევა გახდა პირველი პროფესიონალური მომღერალი რომელმაც ჩაწერა სიმღერა ამ ენაზე „Dule e pese“. მისი მუსიკალური რეპერტუარი მოიცავს აზერბაიჯანულ, ჯუჰურ, ებრაულ, თურქულ და რუსულ ენებს. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „Tanrıverdinin nağılı“, სადაც შეასრულა ქემერის როლი. 2013 წელს მისი და ნადირ გაფარზადეს დუეტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადი სიმღერა აზერბაიჯანში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მას ჰქონდა 7 წლიანი ურთიერთობა[3] აზერბაიჯანელ ძიუდოისტ და აზერბაიჯანის ტაეკვანდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ,[4] ფუზული მუსაევთან. 2013 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი, სელენა. მას შემდეგ რაც წყვილი დაშორდა, მუსაევმა ბავშვი არ აღიარა.[5] და მიმართა ყველა ხერხს ბაბაკიშიევას ტელევიზიებიდან აკრძალვის, ჩამოშორების მიზნით.[4] დაშორების შემდეგ ბაბაკიშიევა თურქეთში წავიდა, საიდანაც 3 წლის შემდეგ აზერბაიჯანში დაბრუნდა და გამოუშვა ალბომი „Gorxuram Gecelerden“.

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • Senin Xatirine (2006)
  • Yağış (2008)
  • Ya Ona Dön, Ya Meni Sev (2013)
  • Gorxuram Gecelerden (2016)
  • Menim Üreym (2019)
  • Senin Üçün (2020) (EP)
  • Yuxunda Ayan Olum (2020)
  • Ah Necedir Seninçün (2021)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება