ტერმინს „ათ-ბაში“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ათ-ბაში (მრავალმნიშვნელოვანი).

ათ-ბაში (ყირგ. Ат-Башы) — მდინარე ყირგიზეთში. წარმოადგენს მდინარე ნარინის მარცხენა შენაკადს ყირგიზეთის ნარინის ოლქში. სათავეს იღებს ჯანგი-ჯერის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე მდინარეების, ულანისა და ჯანგი-ჯერის შერწყმით.

ათ-ბაში
Ат-Башы
ქვეყანა ყირგიზეთი
სათავე მდინარეების, ულანისა და ჯანი-ჯერის შესართავი
41°19′15″ ჩ. გ. 76°40′00″ ა. გ. / 41.32083° ჩ. გ. 76.66667° ა. გ. / 41.32083; 76.66667
შესართავი ნარინი
41°22′20″ ჩ. გ. 75°35′55″ ა. გ. / 41.37222° ჩ. გ. 75.59861° ა. გ. / 41.37222; 75.59861
შესართავის სიმაღლე 1 807 მ
სიგრძე 180 კმ
აუზის ფართობი 5 540 კმ²
ათ-ბაში (მდინარე) — ყირგიზეთი
ათ-ბაში (მდინარე)
ათ-ბაში (მდინარე)
— სათავე, — შესართავი

მდინარის სიგრძე შეადგენს 180 კმ-ს, აუზის ფართობი — 5 540 კმ²-ს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 3 060 მეტრს, წყლის საშუალო წლიური ჩამონადენი — 33,1 მ³/წმ-ს, ხოლო საშუალო სპეციფიკური ჩამონადენი — 5,98 ლ/წმ × კმ²-ს.[1] ათ-ბაშის სანაპიროების გასწვრივ მდებარე დასახლებებიდან აღსანიშნავია ათ-ბაში, თალდი-სუუ და ბოსოღო.

  1. Hydrological Characteristics of Naryn River and its tributaries (in Russian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2016-01-02.